ორი თითის ჟესტი “V” – (ეპიზოდი)
ყველასათვის ცნობილი ჟესტი,ორი თითის კომბინაცია,რომელიც ზემოთ არის აწეული და მოიხსენიებენ,როგორც “V”,ფართოდ გავრცელებულ იქნა დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილისა და ამერიკის შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტის – რიჩარდ ნიქსონის მეშვეობით.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული ჟესტი სათავეს იღებს XV საუკუნეში და იგი გამოიყენეს ინგლისელმა “მშვილდოსნებმა”,აზენკურთან ფრანგულ არმიასთან გამარჯვებისას (საფრანგეთის კომუნა). (ავტორი გენია.ჯი) მიზეზი კი ამისა გახლდათ ის,რომ ფრანგი მებრძოლები მანამდე ტყვედ აყვანილ ინგლისელებს იმისათვის,რომ ბრძოლა აღარ შესძლებოდათ ორ თითს აჭრიდნენ,თუმცა ასეთი სახით დასახიჩრებული მებრძოლები “პროფესიას” იცვლიდნენ და “მშვილდოსნები” ხდებოდნენ,რა დროსაც ორი თითის ნაკლებობა პრობლემას აღარ უქმნიდათ.სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ინგლისელმა “მშვილდოსნებმა” აღნიშნული ჟესტის გამოყენება (ორი თითის ზემოთ აწევა და ჩვენება მოწინააღმდეგისათვის),რაც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავდა: “გეშინოდეთ,ჩვენი შურისძიებისა!” (ავტორი გენია.ჯი)