იცით თუ არა,რომ

1. სამედიცინო ისტორიაში პირველად ტერმინი “ფსიქიატრია” და “ჰოსპიტალი ფსიქიატრიული თერაპიისათვის” (ფსიქიატრიული საავადმყოფო),შემოღებულ იქნა დიდი გერმანელი მედიკოსის,ფიზიოლოგისა და ფილოსოფოსის – იოჰან კრისტიან რეილის მიერ (1759-1813 წლები).

2. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი გუბერნატორი ქალი გახლდათ – ნელი ტეილო როსი (1876-1977 წლები).იგი “ვაიომინგის” შტატის გუბერნატორის პოსტზე არჩეულ იქნა 1925 წელს და შტატს განაგებდა 1927 წლამდე.

3. “ლინჩის წესის” შემოღების ინიციატორები პირველად გახლდათ “კუ-კლუქს კლანი” იგივე კკკ (ამერიკაში),რომელიც თავად წარმოადგენს “რასისტულ” და “ტერორისტულ” ორგანიზაციას.

4. ხორვატული “სალიტერატურო ენის” ფუძემდებლად მიჩნეულია,დიდი ხორვატი პოეტი და ლინგვისტი – ლუდვიგ გაი (1809-1872 წლები).

5. თანამედროვე “პოსტერის” (“პლაკატი” – ხელოვნებაში,ხატვაში) ფუძემდებელი გახლავთ ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი – ჟიულ შერე (1836-1932 წლები). (ავტორი გენია.ჯი)

6. ყველაზე მაღალ “საცხოვრებელ სახლად” მიჩნეულია კოშკი,სახელწოდებით: “Princess Tower”.იგი აგებულ იქნა 2012 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქ დუბაიში და მისი სიმაღლე შეადგენს 413,4 მეტრს.

7. მსოფლიო სამხედრო ისტორიაში,”სნაიპერის” მიერ მოწინააღმდეგის განეიტრალების უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა 2009 წელს ავღანეთში (ჰელმონდის პროვინციაში).კერძოდ: ბრიტანელმა სნაიპერმა კრეიგ ჰარისონმა 2477 მეტრი სიშორიდან გაანეიტრალა ორი თალიბი მებრძოლი და ამ მაჩვენებლით იგი შეიქნა პირველი “სნაიპერი”,რომელმაც ყველაზე შორეულ მანძილზე შეძლო მოწინააღმდეგის განეიტრალება.

8. ყველაზე ძვირადღირებული “ფანჯარა”,რაც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა,გახლავთ “eBay”-ს აუქციონზე გაყიდული ის ფანჯარა,რომლიდანაც 1963 წლის 22 ნოემბერს – ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა ჯონ კენედის.აღნიშნული “ლოტი” უცნობი ნიდერლანდელი მყიდველის მიერ 3 000 000 დოლარად იქნა შესყიდული.

9. 1896 წელს ბანგლადეშის ქალაქ გოპალგანჟში მოვიდა საშინელი სეტყვა,რომელმაც ამ მოვლენის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი შეიწირა.სეტყვის მსხვერპლი 92 ადამიანი შეიქნა და რაც ამასთანავე აღსანიშნავია ისიც,რომ ზოგიერთი “სეტყვის მარცვალი” ერთი კილოგრამი სიმძიმის გახლდათ.

10. ყველაზე ძლიერი “კბენის ძალით”,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,გამოირჩევა “ტასმანიური ეშმაკი” (მტაცებელი ძუძუმწოვარი ჩანთოსანთა რიგისა). (ავტორი გენია.ჯი)