უილიამ ჯონ “ლიამ” ნისონი
უილიამ ჯონ “ლიამ” ნისონი დაიბადა 1952 წლის 7 ივნისს,ჩრდოლოეთ ირლანდიის ქალაქ ბელიმენაში,ღრმად მორწმუნე კათოლიკეთა ოჯახში (მიუხედავად ამისა ძლიერ ინტერესდებოდა ისლამით.იყო მოსაზრება,რომ მან რწმენა შეიცვალა თურქეთში მოგზაურობისას,თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის).იგი გახლავთ თანამედროვე კინემატოგრაფიის ერთ-ერთი “მარგალიტი”,ირლანდიელ-ამერიკელი მსახიობი და შემსრულებელი მთავარი როლისა,მსოფლიოს ათ საუკეთესო ფილმში შემავალ,გენიალური სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებულ კინოფილმში: “შინდლერის სია”,რომელშიც ნისონმა ოსკარ შინდლერი განუმეორებლად განასახიერა.არნიშნულ ფილმს კინოკრიტიკოსები “შედევრად” მოიხსენიებენ.სკოლის ასაკში დიდად დაინტერესებული გახლდათ და თავადაც იღებდა მონაწილეობას ამ სახეობაში,რის გამოც ერთხელ ცხვირის ტრამვაც მიიღო.მიუხედავად ამისა,მან რინგზე მაინც მიაღწია წარმატებას,მაშინ როდესაც გაიმარჯვა “კრივის ახალგაზრდულ ჩემპიონატში” მოყვარულებს შორის. (ავტორი გენია.ჯი) იგი ასევე დღემდე ცნობილი ფანია,უდიდესი ისტორიის მქონე ინგლისური საფეხბურთო კლუბის “ლივერპულის”.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იგი არა მარტო კრივით იყო გატაცებული,არამედ თეატრითაც და სკოლის დასრულების შემდგომ თამაშობდა თეატრებში სამოყვარულო როლებს.სკოლის დასრულების შემდგომ,სწავლა განაგრძო ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტში,თუმცა მალევე იქნა გარიცხული “ხშირი არასაპატიო გაცდენების” გამო.1976 წელს ნისონი მოღვაწეობას იწყებს ბელფასტურ თეატრ “Lyric Players”-ში.რამდენიმე წელიწადში კი გადადის დუბლინში,სადაც მოღვაწეობას აგრძელებს “Abbey Theatre”-ში.სწორედ ამ თეატრში იქნა აღმოჩენილი მისი გენიალური სამსახიობო ნიჭი,დიდი ინგლისელი კინო-რეჟისორის ჯონ ბურმენის მიერ და მას სთავაზობს სერ ჰავეინის როლს ფილმში “ექსკალუბური”,რომელიც გადაღებულ იქნა 1981 წელს.აღნიშნულმა ფილმმა კი ამავე წელს მოიპოვა უდიდესი ჯილდო კინემატოგრაფიაში “ოსკარი”,საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის,ასევე მან მიიღო “კანის კინოფესტივალის” პრემიაც,განსაკუთრებული სამხატვრო ღირებულების გამო.მანამდე კი 1978 წელს მონაწილეობდა ფილმებში: “პილიგრიმის მოგზაურობა ზეციურ ქვეყანაში” და 1979 წელს ფილმში “კრისტიანა”.1970-იანი წლებიდან მან 70-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა.მისი მეუღლე გახლდათ,ცნობილი ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი ქალი – ნატაშა რიჩარდსონი,რომელიც 2009 წლის 16 მარტს, სამთო-კურორტ მონტრემბლამში (კვებეკი),იღებს თავის ტრამვას,რის შედეგადაც19 მარტს,საუბედუროდ იღუპება.აღნიშნული ქორწინებიდან მათ ორი ვაჟი დარჩა: 12 წლის დენიელი და 13 წლის მაიკლი. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემოქმედებითი კარიერის მწვერვალად იქცა ზემოთ აღნიშნული ფილმი “შინდლერის სია”,რომელიც გადაღებულ იქნა 1993 წელს და აღნიშნულმა ფილმმა ოსკარებით დაჯილდოების ისტორიაში,ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.ამ ფილმის გარდა ნისინმა ითამაშა ისეთ გახმაურებულ ფილმებში,როგორებიცაა: “ნიუ-ირკის ბანდები”,”რეალური სიყვარული” და სხვა ფილმები.მას მინიჭებული აქვს “ბრიტანეთის იმპერიის ორდენი”,რომელიც თავად დედოფალმა – ელისაბედ II-მ გადასცა.2008 წელს კი ამერიკაში განთავსებულმა ირლანდიურმა ფონდმა ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის “პრემიით” დააჯილდოვა.დღესდღეობით უილიამ ჯონ “ლიამ” ნისონი ცხოვრობს ნიუ-იორკის შტატ მილბრუკში და დღესაც აქტიურად არის ჩართული კინოხელოვნებაში.მის მიერ შესრულებული ფილმების ყურება კი უდიდესს ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს. (ავტორი გენია.ჯი)
კადრი ფილმიდან – “შინდლერის სია”
კადრი ფილმიდან – “რეალური ისტორია”