“ეკომიენდა”

“ენკომიენდა” - (ესპანურად: encomienda,სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “ზრუნვას”,”დაცვას”).იგი გახლდათ ფორმა დამოკიდებულებისა, ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ,კოლონიზატორთა მხრიდან – “ესპანურ კოლონიებში” და შემოღებულ იქნა 1503 წელს.ადგილობრივ (მკვიდრ) მოსახლეობას დავალებული ჰქონდა (ერთგავრი ვალდებულება),კოლონიზატორებისათვის ანუ ენკომენდეროსათვის (“მათი მფარველებისათვის”),გადაეხადათ გადასახადი და შეესრულებინათ სამუშაოები მათთვის,მათ შორის  მაღაროებშიც. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად “ენკომიენდა” შეიცავდა რიგ ნორმებს,რომლებიც ავალდებულებდა კოლონისტებს განეხორციელებინათ ისინი,კერძოდ: ინდიელებთან მიმართებაში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება,ევროპული კულტურის გაცნობა მათთვის და ასე შემდეგ.თუმცა დანამდვილებით შესაძლოა ითქვას,რომ იგი “ბატონყმობის,მონობის” სრული საწყისი შეიქნა მკვიდრი მოსახლეობისათვის.საბოლოო ჯამში ესპანურ კოლონიებში “ენკომიენდა”,შეცვლილ და გაუქმებულ იქნა XVIII საუკუნეში. (ავტორი გენია.ჯი)