“მერითერიონი”

“მერითერიონი” - გახლავთ გადაშენებული ძუძუმწოვარი ცხოველი,რომელიც მიჩნეულია სპილოს ადრეულ “წინაპრად”.იგი იყო წარმომადგენელი “ხორთუმისებრთა” სახეობებისა,რომლებიც დედამიწაზე ბინადრობდნენ გვიანი “ეოცენის” (დასაწყისი 56 მილიონი წლის წინ და დასასრული 39,9 მილიონი წლის წინათ) და “ოლიგოცენის” ხანებში (დასაწყისი 33,9 მილიონი წლის წინ და დასასრული 23,03 მილიონი წლის წინათ).მათი გავრცელების უმთავრესი არეალი გახლდათ აფრიკის კონტინენტი,კერძოდ: თანამედროვე ეგვიპტისა და სენეგალის ტერიტორიები.იკვებებოდნენ მცენარეებითა და მათი ნაყოფით.ძირითად დროს წყალში ატარებდნენ და გამოირჩეოდნენ მოკლე ზომის ხორთუმით,რის გამოც უფრო თანამედროვე ტაპირს ჩამოჰგავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) “მერითერიონის” პირველი ნაშტები აღმოჩენილ იქნა კარუნის მარილოვანი ტბის მიდამოებში (ეგვიპტე),რის შემდეგადაც მოხდა მისი შესწავლა მეცნიერთა მიერ.იგი წარმოადგენდა ადრეულ წარმომადგენელს “ხორთუმისებრთა” კლასისა,თუმცა თანამედროვე ხორთუმოვან ცხოველებთან შედარებით განსხვავდებოდნენ ძვლების აგებულებით,თავის ქალის მოყვანილობითა და სხეულის ქვედა კიდურებით.მიუხედავად ამისა,იგი სპეციალისტების მიერ მიჩნეულ იქნა “სპილოს” წინამორბედად. (ავტორი გენია.ჯი)