მარია ბურგუნდიელი

მარია ბურგუნდიელი დაიბადა 1457 წლის 13 თებერვალს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში.იგი გახლდათ ბურგუნდიის,ენოსა და ნამიურის საგრაფოების ჰერცოგინია,ამასთანავე ნიდერლანდების ცნობილი (ისტორიული) გრაფინია და ერთადერთი ქალიშვილი ბურგუნდიის ჰერცოგის – შარლ “მამაცისა” (1433-1477 წლები).იგი საკმაოდ კარგი განათლებით გამოირჩეოდა,ფლობდა ორ ენას: ფრანგულსა და ნიდერლანდულს.მამის გარდაცვალების შემდგომ 1477 წელს,ბურგუნდიის სამეფო ტახტზე ადის მარია და ამ მოვლენით იგი იმ პერიოდის ევროპის ერთ-ერთ “სასურველ სარძლოდ” იქცა.სამმართველოდ მარიას მემკვიდრეობით ერგო: საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი (ბურგუნდია,ლოთარგია,ელზასა),ფრანშ-კონტე,ფლანდრია,ენო და ბრაბანტი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მისი გამგებლობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მოსახლეობა კატასტროფულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა.ამავე პერიოდში საფრანგეთის მეფე ლუი XI-მ (1423-1483 წლები),ძალის გამოყენებით დაიკავა ბურგუნდიის დასავლეთი ნაწილი და 20 წლის მარიას შესთავაზა ცოლად გაჰყოლოდა მის 7 წლის ვაჟს შარლ VIII დე ვალუას,რომელსაც შემდეგში მეტსახელად “მაიმუნი” უწოდეს.მიუხედავად ამ შეთავაზებისა მარიას სასახლის კარი დიდი წინააღმდეგი გახლდათ ამ მოვლენისა და ქორწინებაც არ შედგა.შედეგად მარიას ხელი სთხოვა კიდევ ერთმა პრეტენდენტმა,გერმანიის მეფისა და “რომის საღვთო იმპერიის” იმპერატორის ფრიდრიხ III-ის (1415-1493 წლები) ვაჟმა ერჰერცოგმა – მაქსიმილიან I-მა (მომავალი რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი),რომელთანაც დაქორწინდა კიდეც 1477 წლის 14 აგვისტოს ქალაქ გენტში.მიუხედავად მასზე დაქორწინებისა მარია საკუთარი ქვეყნიდან არსად გასულა და მეუღლესთან ერთად ბურგუნდიაში დარჩა.დედოფალი მარია მეუღლესა და მოსახლეობას ძლიერ უყვარდა,თუმცა მისი სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა,კერძოდ: 1482 წლის 27 მარტს იგი ცხენით ნადირობის დროს,გადმოვარდა და მიღებული ტრამვის შედეგად გარდაიცვალა (იგი ამ პერიოდში ფეხმძიმედ გხლდათ). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა მოვლენამ სრული შოკი გამოიწვია მაქსიმილიანის,მისი მეგობრები,სასახლის კარისა და სრულიად ქვეყნის მოსახლეობისა.ცნობილი ფრანგი დიპლომატი და ისტორიკოსი – ფილიპ დე კომინი (1447-1511 წლები) “მემუარებში” წერდა,რომ: “მოსახლეობა მარიას უფრო დიდ პატივს მიაგებდა ვიდრე მის მეუღლეს და მისი გარდაცვალების შემდგომ მათმა სიმშვიდე დაჰკარგესო”.

კუსპინიანუს ცნობით: ‘მარია ბურგუნდიელის გარდაცვალების შემდგომ მაქსიმილიანი 37 წლის მანძილზე ცხარედ დასტიროდა მეუღლეს და ხშირად იგონებდა მასო”.იგი უკვეთავდა მარიას პორტრეტებს,გამოუშვა მისი პორტრეტით მონეტები და ჯილდოები.ასევე აღსანიშნავია,რომ მაქსიმილიანმა დაწერა ორი ნაწარმოები,სახელწოდებით: “Teuerdank” და “Weisskunig”,სადაც მთავარი მოქმედი პირი – “მარია ბურგუნდიელია”.მათ ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ვაჟი ფილიპე (რომელიც დედის დაღუპვისას 4 წლის იყო),რომელიც ისტორიაში შევიდა ფილიპე “ავსტრიელის” სახელით. (ავტორი გენია.ჯი)

 მარია ბურგუნდიელის საფლავი

მარია ბურგუნდიელი და მაქსიმილიან I

მაქსიმილიანის მიერ დაწრილი ნაწარმოები,სადაც მთავარი მოქმედი გმირი – “მარია ბურგუნდიელია”