“შიმშილი ბენგალიაში”
“შიმშილი ბენგალიაში” - ამ საშინელი სახელით შევიდა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიის,ისედაც საშინელი მოვლენებით სავსე ფურცლებზე,კიდევ ერთი უბედურება,რომელიც 1943 წელს დატრიალდა ისტორიულ რეგიონში,აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით – ბენგალიაში (იმ დროისათვის ბრიტანული ბენგალია.თანამედროვე ინდოეთისა და ბანგლადეშის ტერიტორია).სახელწოდებიდანაც კარგად ჩანს ამ უბედურების სათავე,რამაც ადგილობრივი მოსახლეობიდან (60,3 მილიონი ადამიანი),სხვადასხვა მონაცემებით 1,5 მილიონიდან – 4 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.აღნიშნული მოვლენა უშუალოდ გამოწვეულ იქნა სურსათის ნაკლებობით,რომელზეც მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდებოდა მოსახლეობაში. (ავტორი გენია.ჯი) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბენგალიასი,უმთავრესს საკვებ კულტურას წარმოადგენდა სამი სახი ბრინჯი: “ამანი” (დამზადებული ზამთარში),”აუსი” (დამზადებული შემოდგომაზე) და “ბორო” (რომელსაც გაზაფხულზე ამზადებდნენ).1942 წლის ზამთრის საშინელმა ციკლონმა ბრინჯის კულტურის უდიდესი ნაწილი გაანადგურა,ზოგიერთი მონაცემებით ზარალი 50%-დან 90%-მდეც კი იყო (გააჩნდა რეგიონებს).ამავე პერიოდში აპონელთა მიერ ბირმის ოკუპაციისას,სრულიად შეწყდა იმპორტი ბრინჯისა ამ რეგიონში (აღნიშნული ქვეყნიდან ოკუპაციამდე,ბენგალიის ბაზრის 20% სწორედ მათ მიერ ექსპორტირებულ ბრინჯს ეკავა).ამასთანავე ბირმის ოკუპაციამ ბრინჯზე ფასები კატასტროფულად მაღლა ასწია,რაც ღარიბი მოსახლეობისათვის კიდევ ერთი “სასიკვდილო განაჩენი” იყო.შესაბამისად მოთხოვნა ბრინჯზე 1942 წელს სამჯერ გაიზარდა.ამ მოვლენებმა და ბრინჯის დეფიციტმა კი პანიკა გამოიწვია ბაზარზე, ფასები კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) 1943 წელი ბენგალიის ისტორიაში საშინელი მოვლენებით აღინიშნა,მშიერი მოსახლეობა ქუჩებში იღუპებოდა.იღუპებოდნენ ყველა ასაკის ადამიანები და საუბედუროდ განსაკუთრებით ბავშვები.მიუხედავად იმისა,რომ ბრიტანეთის ადმინისტრაციამ “დამშეულ” ქვეყანაში შეიტანა 80 000 ტონა ხორბალი შედეგი მაინც არ ჩანდა და ამას თან დაერთო შიში იაპონელთა მიერ ბენგალიის ოკუპაციისა.აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე კი ხელისუფლება შეცდომებს-შეცდომებზე უშვებდა.ადამიანები კი შიმშილს ეწირებოდნენ და საბოლოო ჯამში “შიმშილმა ბენგალიაში” 1943 წელს 4 მილიონამდე ადამიანი შეიწირა.მოგვიანებით ბრიტანეთმა მისსავე კოლონიას (ბენგალიას) უდიდესი დახმარება გაუწია და შეძლო საბოლოოდ ამ საშინელი ჭირის “შიმშილის” დამარცხება.დღევანდელ თანამედროვე სამყაროშიც – “შიმშილი” ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება კაცობრიობისა.მიუხედავად უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევისა,მის წინააღმდეგ ყველა უძლურია და ამის ნათელი მაგალითი უამრავია,თუნდაც: ჩრდილოეთ კორეა,სომალი და სხვა რიგი ქვეყნები,სადაც ადამიანები შიმშილს ეწირებიან”. (ავტორი გენია.ჯი)