“ჰუვეანე”

“ჰუვეანე” – ინგლისურ ენაზე “Huveane”,მრავალი უძველესი აფრიკული წყაროების გადმოცემის თანახმად წარმოადგენდა პირველ ადამიანს დედამიწაზე.ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი იგი გახლდათ ცბიერი ღვთაება,ან სამყაროს შემოქმედიც კი.აფრიკის სამხრეთით მდებარე ლესოტოს სამეფოში მაცხოვრებელი ბატუსოსა და ბავენდას ხალხში,”ჰუვეანეს” მითი ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული და მას დღემდე აღიქვამენ სამყაროს შემოქმედად (ცისა და მიწის შემქნელად).ამავე ხალხის მითოლოგიით,მას შემდეგ რაც “ჰუვეანემ” ცა და მიწა შექმნა,დაღლილმა დასვენება მოისურვა,სრულს სიმშვიდესა და სიწყნარეში.ამავე დროს იგი ტკბებოდა თავის მიერვე შექმნილი სრულიად ახალი სამყაროთი. (ავტორი გენია.ჯი) მისთვის სამწუხაროდ ასეთი იდილია,არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა,რადგან დედამიწაზე მოვლენილმა ადამინებმა,მას საშუალება არ მისცეს სიმშვიდეში ცხოვრებისა.სწორედ ამის შემდგომ გადაწყვიტა “ჰუვეანე” ზეცად ასულიყო,საკმაოდ უჩვეულო მეთოდით.კერძოდ მან დედამიწიდან ზეცამდე აღმართა კიბე,რომლის მეშვეობითაც  დედამიწა დატოვა.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “ჰუვეანემ”,იმისათვის რომ ადამიანებს არ აღმოეჩინათ აღნიშნული კიბე და ზეცაშიც არ დაერღვიათ მისთვის მყუდროება,კიბეზე ასვლის პროცესში,თითოეული განვლილი კიბე გაანადგურა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მითი,როგორც ზემოთ ავღნიშნე,დღემდე ფართოდ არის გავრცელებული ბატუსოსა და ბავენდას ხალხში.შესაბამისად მათთვის “ჰუვეანე” სამყაროს შემოქმედად და ამასთანავე,ზოგადად პირველ ადამიანადაც არის მიჩნეული.

ბატუსოს ხალხი

ბავენდას ხალხი