საქართველოს და ქართველების შესახებ წერდნენ…
„ჩემო მკითხველო, თუ საქართველო საკადრისად მაინც ვერ დაგიხატე, გაიხსენე ირლანდიაც, იტალიაც, ჰოლანდიაც, ავსტრიაც და შვეიცარიაც… არც კნუტ ჰამსონი დაივიწყო, 1903 წელს რომ „თავგადასავალთა ქვეყანა” უწოდა და კარგად თვითონაც ვერ გაარკვია, მართლა ნახა ის თუ დაესიზმრა”. – ადოლფ ენდლერი (გერმანელი მწერალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს, მე ვიტყოდი, რომ ის ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია”. – გუთნერ ბროკი (გერმანელი ჟურნალისტი)
* * *
„მოხიბლული ვარ ამ ქვეყნის სილამაზით, მისი ხალხის შრომისმოყვარეობით, მდიდარი კულტურით და პოეზიის დიდი სიყვარულით. რუსთველის მშობელი ხალხი მართლაც პოეტური და დიდებული ერი ყოფილა”. – ჯეფრი დანტონი (ავსტრალიელი მწერალი)
* * *
„პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი”. – მარჩელ პეტრიშორი (რუმინელი მწერალი)
* * *
„საქართველო! თეთრი მთების, ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა! კეთილი და გილითადი ხალხის სამშობლო! ხალხისა, რომელსაც თავისი დიდი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთხელაც არ მოუდრეკია თავი გადამთიელთა წინაშე. ეს ქვეყანა ჩმეს მეორე სამშობლოდ იქცა. ნაბიჯი რუსთაველის ქვეყნისაკენ 40 წლის წინ გადავდგი, მას შემდეგ მხიბლავს მისი ბუნება, ადამიანები, ფერები, სვანეთის კოშკებისა და რუსთავის გიგანტების შეხამება. აქ ჰარმონიულად იყრის თავს უმდიდრესი ისტორიული მემკვიდრეობა და გრანდიოზული გარდაქმნები”. – ალფრედ კურელა (გერმანელი მწერალი)
* * *
„რაც საქართველოში ვიხილე, სრულიად უჩვეულო იყო. რამაც მე მომაჯადოვა, იყო არა მარტო უძველესი კულტურული ქვეყნის ეგზოტიკა, არამედ ის თანადროული ინტენსიურობა, რომლითაც ადამიანები დღეს საქართველოში ცხოვრობენ. ვერავითარი ნაწერი ვერ გადმოსცემს ამას”. – ფრიც მისაუ (გერმანელი მეცნიერი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქართველთა ქვეყანაში მათთან ყოფნა მთელი მოვლენაა, რადგან გარშემო მუდამ გულითადობა და მხიარულება სუფევს. ვინც თქვა, ქართველი ტემპერამენტით ირლანდიელს ჰგავსო, ცხადია, ქათინაურით დაგვაჯილდოვა”. – ეილინ ო’ჰანლონი (ირლანდიელი ჟურნალისტი)
* * *
„ცოტა არ იყოს, შერცხვენილები ვართ, რომ საქართველოში გერმანულ კულტურაზე უფრო ბევრად მეტი იციან, ვიდრე გერმანელებმა ვიცით ქარტულ კულტურაზე”. – ჰელმუტ ულრიხი
* * *
„ქართველები მშობლიურ ანდალუზიელებს მომაგონებენ, მათი მშვენიერი მამული კი – ანდალუზიას”. – დოლორეს იბარური
* * *
„საქართველოს ვრცელ აღწერას აქ არ შევუდგები. არის საგნები, რომლებიც კაცმა თავისი თვალით უნდა ნახოს, სიტუაციები, რომლებიც თვითონ უნდა განიცადოს, სიტყვით ან ფუნჯით მათი გადმოცემა შეუძლებელია”. - ალექსანდრე პეცჰოლდტი