ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი “აღზრდის” შესახებ…
“მავანი მამა ამტკიცებს, რომ საკუთარ ვაჟს უმწიკვლოდ ზრდის, თუმცა მის აღზრდას იმით იწყებს, რომ შვილს მასწავლებელს მიუჩენს, რომელიც მის პირმშოსთან მთელ დღეს ატარებს და შეუძლია, რასაც მოისურვებს, ის გააკეთოს. ისეთი უღირსი წიგნების წაკითხვის ნებას აძლევს, მკვდარსაც რომ წამოაყენებს.დედა ზრუნავს ვაჟიშვილზე და ისიც ყოველთვის კოხტა, სუფთა და მიმზიდველია. როცა ყმაწვილი წამოიზრდება, პირველ სართულზე ცალკე ოთახს გამოუყოფენ, ცალკე შესასვლელითა და სხვა მოხერხებული პირობებით, რათა მან თავის ჭკუაზე იცხოვროს, ვინც უნდა, ის მიიწვიოს და მიიყვანოს იქ. ჩვენ ყველა ასე ვიქცევით, მაგრამ ყველაზე დიდ შეცდომას მაღალი ზნეობის ადამიანები სჩადიან. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გადაგვარდა, რადგან მსგავსი საქციელი მხოლოდ ყველაზე უგუნური აღზრდის შედეგია. მე ხანდაზმულ ასაკშიც, გარკვეულწილად, ერთგული ვრჩები სიყმაწვილეში შეძენილი ჩვევებისა, და ამას ვერაფერს ვეღარ მოვუხერხებ”. (ავტორი გენია.ჯი)