იმრე კერტესის ნააზრევი…
იმრე კერტესი წარმოადგენს დიდ უნგრელ მწერალსა და “ნობელის პრემიის” ლაურეატს ლიტერატურაში,რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე,მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწია (მეორე მსოფლიო ომის დროს დატუსაღებული გახლდათ,რა დროსაც ურთულესი პერიოდი გაიარა ოსვენციმისა და ბუხენვალდის “სიკვდილის ბანაკებში”).აღნიშნულმა მოვლენებმა კი მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ კერტესი დიდი მწერალია,საკმაოდ კარგი ფილოსოფიური განსჯის უნარითაც გამოირჩევა.ამიტომ,ალბათ საინტერესო იქნება მის ერთ-ერთ ხედვას აქვე გავეცნოთ:
“რა თქმა უნდა,კერძო არასერიოზულს არ ნიშნავს,თუმცა სერიოზულობა ცოტათი სასაცილოდ გამოიყურებოდა იმ სამყაროში,რომელშიც სერიოზულად მხოლოდ სიცრუეს მიიჩნევდნენ.აქ ხომ სუფევდა ფილოსოფიური აქსიომა,რომლის თანახმად სამყარო არის ჩვენს გარეშე არსებული ობიექტური რეალობა. (ავტორი გენია.ჯი) მე კი გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე,რომ არსებობს ერთადერთი რეალობა და ეს რეალობა ვარ თვითონ მე,ჩემი სათუთი სიცოცხლე,რომელიც გაურკვეველი ვადით მიბოძა ბუნებამ და რომელიც უცხო იდუმალმა ძალამ მიითვისა,გააეროვნულა,თავისებურად განსაზღვრა და დაშტამპა.მე იძულებული ვარ წავართვა ჩემი სიცოცხლე ეგრეთ წოდებულ ისტორიას – ამ საზარელ მოლოხს.უნდა წავართვა,რადგან ეს ნაბოძვარი მხოლოდ მე მეკუთვნის და იგი უნდა გამოვიყენო ჩემი შეხედულების შესაბამისად”. (ავტორი გენია.ჯი)