ადოლფ უილიამ ბუგერო – “ნიმფები და სატირი”
“ნიმფები და სატირი” – ინგლისურ ენაზე “Nymphs and Satyr”,წარმოადგენს გენიალურ სურათს,დახატულს 1873 წელს,ასევე გენიალური ფრანგი მხატვრის – ადოლფ უილიამ ბუგეროს (1825-1905 წლები) მიერ.სურათის სიმაღლე 260 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 180 სანტიმეტრი.აღნიშნული სურათი ბუგეროს მიერ შესრულებულ იქნა ტილოზე,ზეთის საღებავით. (ავტორი გენია.ჯი) სურათზე გამოსახულია ძველბერძნული მითოლოგიის შიშველ ნიმფათა ჯგუფი,რომლებიც გარს შემორტყმიან სატირს (ასევე ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,განასახიერებდა ტყის ღვთაებას და ნაყოფიერების დემონს,რომელიც თხისფეხებიანი არსებების სახით წარმოედგინათ).სიუჟეტში ნიმფები ცდილობენ,რომ სატირი როგორმე წყალში ჩაიყვანონ.სატირი კი ცდილობს,როგორმე თავი დააღწიოს მათ.ტილოზე გამოსახული ფიგურების ერთობლიობა,საკმაოდ ორიგინალურ კომპოზიციას ჰქმნის,რაც საბოლოო ჯამში მის ულამაზეს რიტმულ კომპოზიციათ ყალიბდება.ცნობილია ის გარემოება,რომ კრიტიკოსებმა სურათს იმთავითვე დადებითი შეფასება მისცეს.ერთ-ერთი კრიტიკოსი,იმასაც კი აცხადებდა,რომ ნიმფების სხეულები,იმდენად ხატოვნად იყო წარმოდგენილი,თითქოს სხეულები რძით რეგულარული ბანაობის შედეგად ჰქონდათ ასეთი უნაკლო. (ავტორი გენია.ჯი)
თავდაპირველად ტილო,ფართო საზოგადოებისათვის 1873 წელს იქნა წარმოდგენილი პარიზის სალონში.სწორედ ამ დროს შეისყიდა იგი ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ ვულფმა (1821-1894 წლები),პიერ ოგიუსტ კოტის მიერ შესრულებულ სურათთან – “გაზაფხულთან” ერთად.1882 წელს “ნიმფები და სატირი” შესყიდულ იქნა ნიუ-ორკელი ბიზნესმენისა და სასტუმრო “Hoffman House”-ს მფლობელის – ედუარდ სტოქსის მიერ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტილოს მფლობელმა სურათი სასტუმროს მისაღებ კედელზე განათავსა და მისი ხილვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო,ვინც კი სასტუმროს ესტუმრებოდა.სტოქსის გარდაცვალების შემდგომ,1901 წელს იგი კვლავ გაიყიდა,ამჯერად მისი მყიდველი ერთ-ერთი რელიგიური მორალისტი გახლდათ,რომელმაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სურათი გადამალა.1942 წელს,ტილო კვლავ გაიყიდა და მან ბინა დაიდო რობერტ სტერლინგ კლარკის კერძო კოლექციაში. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით (1955 წელი) რობერტმა და მისმა მეუღლემ უილიამსტაუნში (მასაჩუსეტსის შტატი),დააფუძნეს მუზეუმი,სადაც განათავსეს კიდეც ბუგეროს გენიალური ქმნილება.2012 წელს დაიწყო მუზეუმის რესტავრაცია,რომელიც,როგორც ცნობილია ორი წლის მანძილზე გაგრძელდება.ამ მიზეზის გამო ტილო გადატანილ იქნა ნიუ-იორკის საყოველთაოდ ცნობილ მეტროპოლიტენ მუზეუმში.რესტავრაციის შემდგომ კი ადოლფ უილიამ ბუგეროს დიდებული ნამუშევარი – “ნიმფები და სატირი”,კვლავ უიალიამსტაუნის მუზეუმში დაიდებს ბინას. (ავტორი გენია.ჯი)