დასავლეთ აფრიკული საბრძოლო ხელოვნება – “დამბე”
“დამბე”- ინგლისურ ენაზე – “Dambe”,წარმოადგენს სასიკვდილო საფრთხის შემცველ,უძველეს ეგვიპტურ ტრადიციულ კრივზე დაფუძნებულ საბრძოლო ხელოვნებას,რომელიც თავდაპირველად შემოღებულ და გავრცელებულ იქნა ნიგერიაში მაცხოვრებელ – “ჰაუსას ხალხში”. (ავტორი გენია.ჯი)მათი უმთავრესი იარაღი ძირითადად გახლავთ ძლიერი “მუშტი”,რომელსაც – “შუბს” უწოდებენ.აღნიშნული,უცნაური სახელწოდება,მას იმის გამო ეწოდა,რომ მოწინააღმდეგეები ერთმანეთთან საბრძოლველად გადიან,ხელზე სპეციალურად მჭიდროდ შემოკრული თასმებით,რომლის მოწინააღმდეგისათვის სახეში სწორად მოხვედრის შემთხვევაში,განუზომელ ტკივილს იწვევს.გარდა ამისა,იმ ფეხზე,რომელსაც ძირითადად ბრძოლისას იყენებენ,შემოკრული აქვთ სქელი ჯაჭვი.ასევე მათ შესაძლოა გამოიყენონ ფეხზე შემოსაკრავი ბასრი ლითონებიც კი.ასეთი მეთოდებით ბრძოლები ხშირ შემთხვევაში საშინელი ტრამვებით და დასახჩრებით სრულდება.გარდა ამისა არის მსხვერპლიც. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “დამბეს” მებრძოლები რეგიონიდან-რეგიონში მოგზაურობენ და იბრძვიან ყველა მსურველთან,ვისაც კი მათი გამოწვევა სურს.ასევე ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ “დამბეს” მებრძოლებისათვის,ბრძოლის წინ მარიხუანას მოწევა აუცილებელ რიტუალს წარმოადგენს.დღევანდელ დღეს,აფრიკის კონტინენტზე,კერძოდ “ჰაუსას ხალხში” – “დამბე” საკმაოდ პოპულარულ სპორტის სახეობას წარმოადგენს და უამრავი “სეირის მაყურებელიც” ესწრება,მიუხედავად მისი ფინალის საშინელი დასასრულისა. (ავტორი გენია.ჯი)