“ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკი”
“ტერეზიენშტადტი” – ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – “ტერეზინის გეტო”,წარმოადგენდა 1941 წლის ნოემბერში,გერმანული გესტაპოს ბაზაზე,ჩეხეთის ყოფილ საგარნიზონო ქალაქის – ტერეზინის ტერიტორიაზე,დაარსებულ საკონცენტრაციო ბანაკს,მდინარე ორგჟეს სიახლოვეს.ბანაკის არსებობის მანძილზე (1941-1945 წლები),მასში 140 000 ადამიანი მოხვდა,საიდანაც 88 000 გადაგზავნილ იქნა ოსვენციმის “სიკვდილის ბანაკში”,ხოლო 33 000 კი თავად ბანაკის ტერიტორიაზე დაიღუპა.”ტერეზიენშტადტის” კომენდადტი გახლდათ – ჰენრიხ იოკელი.ალბათ გასაკვირი არ იქნებოდა არავისთვის გერმანელი ფაშისტების მიერ დაარსებული “ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკის” არსებობა,რომ არა მისი “უმთავრესი დანიშნულება”.აღნიშნული ბანაკი დაარსებულ იქნა ერთადერთი მიზნით და ეს მიზანი გახლდათ ფაშისტების “პროპაგანდა”.სწორედ პროპაგანდის ნაწილი იყო ისიც,რომ გერმანელები საჯაროდ აცხადებდნენ,თითქოს “ტერეზიენშტადტი” – “ასაკოვანთა გეტო” (Altersghetto) იყო და იქ მყოფ პატიმრებს,ძალიან კარგი საყოფაცხოვრებო პირობები ჰქონდათ.გარდა გერმანელი ხალხის შეცდომაში შეყვანისა,ამ მეთოდით მათ არაერთხელ “შეიყვანეს შეცდომაში” – “წითელი ჯვარი”,რომელიც რამდენჯერმე ეწვია აღნიშნულ საკონცენტრაციო ბანაკს.გეტოში უამრავ ებრაელთან ერთად სხვა ერის წარმომადგენლებიც იყვნენ (მათ შორის გერმანელები).იმის დასტურად,რომ გესტაპო პატიმრებს (განსაკუთრებით ებრაელებს) “ჰუმანურად” ექცეოდა,ბანაკის ტერიტორიაზე მოქმედებდა პატიმრებისათვის სპეციალურად შექმნილი და მოქმედი ფულადი ბანკნოტები (კრონი) მოსეს გამოსახულებით და ებრაული წარწერებით (ზემოთ სურათზე),თუმცა მათ არანაირი ფულადი ღირებულება არ გააჩნდათ და მხოლოდ “საჩვენებელ” ყოვლად გაუფასურებულ ბანკნოტებს წარმოადგენდნენ და შესაბამისად არც არასოდეს გამოუყენებიათ.1944 წლის 23 ივნისს – “წითელი ჯვარი” კვლავ ეწვია ბანაკს,რა დროსაც გერმანელმა ზედამხედველებმა მათ ბანაკის ტერიტორიაზე წარუდგინეს კიდევ ბევრი “დადებითი სიახლე”,მათ შორის – კაფე,თეატრი,აუზი და საბავშვო ბაღი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა სტუმრებს აჩვენეს ბანაკის ერთ-ერთი პატიმარი რეჯისორის – კურტ გერონის მიერ გადაღებული სპეციალური დოკუმენტური ფილმი,რომელიც მიძღვნილ იყო გეტოს ტერიტორიაზე მიმდინარე “საამურ ცხოვრებაზე”,არაოფიციალური სახელწოდებით – “ფიურერი ებრაელებს ჩუქნის ქალაქს”. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ეს ყოველივე მხოლოდ ფალსიფიკაცია იყო და ასეთ ვიზიტებს პატიმრები “შავ იუმორადაც” მოიხსენიებდნენ.რეალობა კი აბსოლუტურად სხვა გახლდათ – ”ჰუმანური ბანაკის” ტერიტორიაზე 33 000-მა ადამიანმა ჰპოვა ტანჯული აღსასრული.ხოლო 88 000 ადამიანით კი “სიკვდილის ბანაკები მოამარაგეს!” საბოლოო ჯამში – “ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკი” აღებულ იქნა 1945 წლის 9 მაისს და ისედაც ყველასათვის ცნობილ ფაქტების ბანაკის შესახებ,ყველასათვის ნათელი მოეფინა. (ავტორი გენია.ჯი)
ბანაკის ტერიტორიაზე მოქმედი სპეციალური ფულადი ბანკნოტები – “კრონი”
“ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკის” სრული ხედი