დედოფალი ვანჟუნი
გობულო ვანჟუნი - დაიბადა 1906 წლის 13 ნოემბერს,ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ისტორიულ რეგიონში – მანჯურიაში.იგი წარმოადგენდა ჩინეთის უკანასკნელ დედოფალს ცინის დინასტიისა (1922-1924 წლებში),ხოლო 1934-1945 წლებში გახლდათ მანჩჟოუ-გოს დედოფალი (იაპონიის დაქვემდებარებაში მყოფი მარიონეტული სახელმწიფო მანჯურიის ტერიტორიაზე).წარმომავლობით ვანჟუნი დაურების ხალხიდან გახლდათ (მცხოვრები ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და ცენტრალურ მონღოლეთში). (ავტორი გენია.ჯი) გობულო ვანჟუნი წარმოადგენდა ცინის დინასტიის შინაგან საქმეთა მინისტრის და მანჯურიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლანის ხელმძღვანელის ქალიშვილს.განათლება ამერიკულ მისიონერულ სკოლაში მიიღო,ქალაქ ტანძინში.გარდა ამისა იქვე აიღო ქრისტიანული სახელი – ელისაბედი.17 წლის ასაკში,იგი შერჩეულ იქნა ცინის დინასტიის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორის – აისინგიორო პუის (1906-1967 წლები) მომავალ მეუღლედ,რის შემდეგაც ვანჟუნი საცხოვრებლად პეკინის ცენტრში მდებარე “აკრძალულ ქალაქში” გადავიდა საცხოვრებლად.მათი ქორწინება მხოლოდ მაშინ შედგა,როდესაც ისინი სრულწლოვანები გახდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთზე დაქორწინდნენ,იმპერატორს მის მიმართ სიყვარული არასოდეს ჰქონია.ქორწინება უშვილო იყო და ამბობდნენ,რომ მათ სარეცელიც კი არ გაუყვიათ ერთმანეთთან.თუმცა იმპერატორს არც სხვა დანარჩენ ხუთ ცოლთან ჰყავდა შვილი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ვანჟუნი ნარკოტიკულ საშუალება – ოპიუმს,ადრეული ასაკიდანვე მოიხმარდა და იგი ჩამოყალიბებული ნარკომანი იყო.იგი ოპიუმს სასახლის სხვა დიდებულების ქალიშვილებთან ერთად სისტემატურად ეწეოდა.1924 წელს იმპერატორი და დედოფალი იძულებული გახდნენ ქალაქიდან გაქცეულიყვნენ,რის შემდეგაც ტიანძინში გადავიდნენ.იქ კი მათ იაპონური კონცესია იცავდა.ამავე პერიოდში მათ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დამძიმდა.ვანჟუნუ მეუღლეს მიმართ ეჭვიანობდა,რომ იგი მას იაპონიის დაზვერვის,ჩინური წარმომავლობის მქონე ქალთან – იოშიკო კავაშიმასთან ღალატობდა.1932 წელს,პუის იაპონიის ხელისუფლებამ შესთავაზა სათავეში ჩადგომოდა მათ მიერვე ჩამოყალიბებულ მანჯურიის სახელმწიფო – მანჩჟოუ-გოს.ამის შემდგომ წყვილი ჩანცუნში გადავიდა,რომელსაც სახელი გადაარქვეს და სინძინი უწოდეს.მათი ურთიერთობა კი კვლავაც ძალიან დაძაბული იყო.დედოფალი ქმრისაგან ცალკე ოთახში ცხოვრობდა და ძალიან იშვიათად ტრაპეზობდა მეუღლესთან ერთად.(ავტორი გენია.ჯი) მალევე ისინი სპეციალურად მათთვის აგებულ მდიდრულ სასახლეში გადავიდნენ,თუმცა არც იქ ცხოვრობდნენ ერთად.ცნობილია,რომ ვანჟუნი ამ პერიოდში დღეში საშუალოდ 2 გრამ ოპიუმს მოიხმარდა,რაც ძალიან დიდი დოზა გახლდათ,განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლისათვის.იყო ცნობები იმის შესახებაც,რომ ვანჟუნი პირადი მძღოლის მიერ დაფეხმძიმდა და მან გოგონა გააჩინა,რომელიც იმპერატორმა ან სასიკდილო ინექციის შედეგად,ან ცეცხლში დაწვის შედეგად იმსხვერპლა.საბჭოთა კავშირის ჯარების მანჯურიაში შესვლის შემდეგ (1945 წელი),იმპერატორი ისე გაიქცა რეგიონიდან,რომ საკუთარი მეუღლე არც კი გახსენებია.ვანჟუნი მის რამდენიმე უახლოეს ადამიანთან ერთად კორეაში გაქცევას შეეცადა,რა დროსაც იგი ჩინელი კომუნისტების მიერ იქნა დაკავებული.1946 წლის 20 ივლისს,ცინის დინასტიის უკანასკნელი დედოფალი – გობულო ვანჟუნი,იანძის ციხეში შიმშილის შედეგად,39 წლის ასაკში აღესრულა.2006 წლის ოქტომბრის თვეში,მისმა უმცროსმა ძმამ ორგანიზება გაუწია დის ცხედრის გადასვენებას ცინის დინასტიის სასაფლაოზე,სადაც განისვენებენ ჩინეთის ყოფილი იმპერატორები – იუნჩჟენი,ძიაცინი,დაოგუანი და გუანსიუი.(ავტორი გენია.ჯი)
იმპერატორი – აისინგიორო პუი და დედოფალი – გობულო ვანჟუნი