ბაყმის ხე
ბაყმის ხე - მოიხსენიებენ ასევე,როგორც “შავი სანდალოზი”.იგი გახლავთ მცენარე ცეზანპილიასებრთა ოჯახისა.იზრდებიან ტროპიკულ რეგიონებში და გავრცელებული არიან ცენტრალურ ამერიკაში,იუკატანეს ნახევარკუნძულზე (მექსიკა),იამაიკაზე და კოლუმბიაში,ამასთანავე იგი გავრცელებულია აზიის ზოგიერთ ტროპიკულ რეგიონებშიც.მცენარის ქერქი და ტოტების ზედაპირი გლუვია.გააჩნია ფოთლები ფრთისებრი, მცირე ზომის და რომელიც შეფერილობით მოყვითალოა.სიმაღლეში იზრდება 12 მეტრამდე.შეიცავს ჰემატოქსილინსა და მთრილავ ნივთიერებებს,რომელთაც საღებავისათვის გამოიყენებენ.თავად სახელწოდება მცენარისა ბერძნულიდან ითარგმნება,როგორც “სისხლიანი მცენარე”,ზემოთაღნიშნული ქიმიური შემცველობის გამო. (ავტორი გენია.ჯი) მისი ლამაზი შეფერილობის გამო მერქანს იყენებენ ავეჯისა და იატაკის დასამზადებლად.ცნობილია,რომ “ბაყმის ხეს” ინგლისელი კოლონიალისტები ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან იყენენბდნენ ბელიზში სხვადასხვა მიზნებისათვის,მათ შორის ქსოვილების შესაღებად და მას ევროპაშიც დიდ დანიშნულებას ანიჭებდნენ (ძლიერ მოთხოვნადი იყო) მატყლის ნაწარმის შეღებვისათვის.აღნიშნული მცენარე მისი დადებითი თვისებების გამო კულტივირებულია მსოფლიოს სხვადსხვა ტროპიკულ ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი)