“ჩინეთი – მონღოლთა ბატონობის შემდეგ”…

მონღოლთა ბატონობის უღლისაგან განთავისუფლების შემდეგ,გამარჯვებულმა “მინის” დინასტიის მმართველებმა (ჩინეთს მართავდნენ 1368-1644 წლებში) ჩინელებს აუკრძალეს მონღოლური სამოსის ტრება,შვილებისათვის მონღოლური სახელების დარქმევა და სხვა უცხოური წეს-ჩვეულებების დაცვა.მმართველობისა და სოციალური ცხოვრების ჩინური ტრადიციები რომ აღედგინათ,მინის დინასტია თანდათანობით აუქმებდა დამპყრობელთა მიერ შემოღებულ ინსტიტუციებსა და კანონებს. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნიდან გაყარეს მონღოლთა მმართველობის დროს ჩამოსახლებული მუსლიმანები,ქრისტიანები,ებრაელები; გააუქმეს გაუფასურებული ქაღალდის ფული და ლითონის მონეტებს დაუბრუნდნენ.უარყვეს მონღოლთა მიერ აღიარებული ტიბეტური ბუდიზმიც და ტრადიციულ დაოსიზმსა და კონფუციანელობას დაუბრუნდნენ.მონღოლური სავაჭრო სისტემის გამოცოცხლების უშედეგო მცდელობის შემდეგ ახალმა მმართველებმა დაწვეს გემები,უცხოელებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ და უზარმაზარი ადგილობრივი წარმოების მთელი მოგება თავდაცვითი კედლების მშენებლობას მოანდომეს. (ავტორი გენია.ჯი) ეს უზარმაზარი ნაგებობები ორად ყოფდა სამყაროს,გარეთ უცხოელები იყვნენ,შიგნით – ჩინელები.მინის დინასტიამ ამგვარი პოლიტიკით ქვეყნის გარეთ დატოვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნავსადგურებში მცხოვრები ათასობით თანამოქალაქე.

ქვეყანა მონღოლთა ახალი თავდასხმებისაგან რომ დაეცვათ,მინის დინასტიის მმართველებმა დედაქალაქი სამხრეთით,ნანკინში გადაიტანეს,მაგრამ გაერთიანებული ჩინეთის ინფრასტრუქტურა იმგვარად იყო მოწყობილი,რომ მალე იძულებულნი გახდნენ,ძველ მონღოლურ დედაქალაქს,ხანბალიკს დაჰბრუნებოდნენ.ახალ დინასტიას სურდა,ისე გადაეკეთებინა ქალაქი,რომ მონღოლთა კვალი სრულიად წაეშალა.მას შემდეგ დედაქალაქს ადგილი აღარ შეუცვლია,იცვლებოდა მხოლოდ მისი სახელი.დღესაც ჩინეთის დედაქალაქი პეკინი დაახლოებით იმ საზღვრებშია მოქცეული,რომელშიც მონღოლთა მმართველობის დროს იყო. (ავტორი გენია.ჯი)