ალონსო დე ოხედა
ალონსო დე ოხედა - დაიბადა დაახლოებით 1446 წელს ესპანეთში.იგი გახლდათ ერთ-ერთი თანამგზავრი ექსპედიციის ხელმძღვანელის ქრისტეფორე კოლუმბისა 1499 წელს,რა დროსაც აღმოჩენილ იქნა კარიბის ზღვის ერთ-ერთი დიდი კუნძული კიურასაო,მარაკაიბოს ტბა ვენესუელაში,გვიანას სანაპირო,მდინარე ორინოკოს შესართავი და უბე,რომელსაც “მცირე ვენეციაც”კი უწოდეს მისი ულამაზესი ლაგუნის გამო. (ავტორი გენია.ჯი)მის თანამგზავრებს შორის მოგზაურობებში იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც გახლდათ ამერიგო ვესპუჩი,გამოჩენილი კარტოგრაფი ხუან დე ლა კოსა და ცნობილი ნოტარიუსი როდრიგო დე ბასტიდასი.მეორე მოგზაურობის დროს 1502 წელს გადავიდა სამხრეთ ამერიკის სანაპიროებზე და გახდა პირველი ესპანელი,რომელმაც დააარსა პირველი ესპანური დასახლება “სანტა-კრუსი” ამ კონტინენტზე.მიუხედავად მისი უდიდესი აღმოჩენებისა,იგი საკმაოდ დიდი სიმკაცრით გამოირჩეოდა ქვეშევრდომების მიმართ,რაც გახდა კიდეც საფუძველი მის წინააღმდეგ ამბოხებისა. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაკავებულ იქნა,რის შემდეგაც აჰყარეს “ჩინები” და სამარცხვინო რეგალიებით გაგზავნილ იქნა ევროპაში.ალონსო დე ოხედა,რომელსაც “არშემდგარი კონკისკადორი” უწოდეს,ხუან დე ლა კოსას დახმარებით მესამე მოგზაურობაში მიდის 1509 წელს.აღნიშნული ექსპედიცია კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბული ექსპედიცია გახლდათ სამხრეთ ამერიკის სანაპიროებზე.იგი ოთხი გემითა და 300 “თავგადასავლების მოყვარულით” გაემგზავრა შემდგომ მოგზაურობაში და მის ჯგუფში შედიოდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები,როგორებიც იყვნენ: ნუნეს დე ბალბოა (შემდგომში ესპანელი კონკისკადორი),ფრანსისკო პისარო (ცნობილი ავანტურისტი და კონკისკადორი) და ერნან კორტესი (შემდგომში ცნობილი კონკისკადორი).ოხედა 70 თანამებრძოლთან ერთად გადავიდა ახალი ანდალუსიის სანაპიროზე,თანამედროვე ქალაქ კარტახენასთან ახლოს (კოლუმბია),რათა ტყვედ აეყვანა ინდიელები,შემდგომში მონებად გასაყიდად,თუმცა ადგილობრივ მოსახლეობასთან დიდი ბრძოლის შემდეგ მხოლოდ ის და მისი ერთი თანამებრძოლი გადარჩა (მოასწრეს გემამდე მიღწევა),დანარჩენები კი ბრძოლაში დაეცნენ.სან-სებასტიანის კოლონიის დაარსებისა კი ოხედას ბევრად გაუმართლა და აღნიშნული ციხე-სიმაგრე პირველი ესპანური ციხე-სიმაგრე გახლდათ ამ მატერიკზე აგებული,მის მეთაურად კი ფრანსისკო პისარო დანიშნა,რომელიც იქვე დარჩა.უკან დაბრუნებისას მისმა გემმა კატასტროფა განიცადა,თუმცა საბედნიეროდ ძლივს გადაურჩა სიკვდილს.ალონსო დე ოხედა გარდაიცვალა 1515 წელს სანტო-დომინგოში,სადაც დაკრძალულ იქნა კიდეც (თანამედროვე დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქი). (ავტორი გენია.ჯი)