ჰუგო სიმბერგა – “დაჭრილი ანგელოზი”

“დაჭრილი ანგელოზი” - გახლავთ დიდებული ტილო ერთ-ერთი საუკეთესო ფინელი მხატვრის,გრაფიკოსისა და უდიდესი წარმომადგენლის ფინური “სიმბოლიზმისა” - ჰუგო სიმბერგასი (1873-1917 წლები).აღსანიშნავია,რომ სწორედ აღნიშნული ტილოს შექმნამ მოუტანა მას აღიარება და შერაცხა,როგორც – “აშკარა ფენომენი” ფინური მხატვრობისა. 1902 წლის შემოდგომაზე მხატვარს სერიოზული “ნერვული შეტევა” დაემართა,რის გამოც იგი გადაყვანილ იქნა “კალიოს საავადმყოფოში” ჰელსინკში.იქვეიმკურნალა 1903 წლის გაზაფხულამდე და საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე დახატა,მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევარი  ”დაჭრილი ანგელოზი”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სხვა ნამუშევრები მხატვრისა,ესეც მელანქოლიური სიუჟეტისაა.სურათზე გამოსახულია ორი ბიჭუნა,რომელთაც საკაცით მიჰყავთ ანგელოზი.ანგელოზს თვალები ახვეული აქვს და ფრთები კი სისხლიანი.ერთ-ერთი ბიჭუნა,ისეთი შთაბეჭდილება რჩება,რომ თითქოს პირდაპირ უყურებდეს ტილოს დამთვალიერებელს და მის თვალებში “თანაგრძნობაა” გამოსახული დაჭრილის მიმართ.ტილოს პეიზაჟი სევდიანი და ნაღვლიანია,თუმცა მშვიდი.სპეციალისტთა ვარაუდით,აღნიშნული ტილოს შესაძლო სიმბოლური დატვირთვა არ არის გამორიცხული გახლდეთ ინტერპრეტაცია “მიწიერი საწყისისა”,როდესაც ადამიანის სულს დახმარება სჭირდება და რომელსაც ტილოზე სიმბოლურად ბავშვები გამოსახავენ (ბავშვები ხომ უმანკოების ნათელი მაგალითებია).მეორე ვერსიით ტილოზე ასახული მხატვრის განცდები დიდი ავადმყოფობის გადატანის შემდგომ.ამიტომ მან სურათზე გამოსახა სიცოცხლისა და სიკვდილის ეფემერული სიახლოვე.ამიტომ ბავშვების შავი კოსტუმები შესაძლოა მიჩნეულ იქნას,როგორც “სიკვდილის სიმბოლო”. (ავტორი გენია.ჯი) თავად მხატვარმა კატეგორიული უარი განაცხადა რაიმენაირი ინტერპრეტაცია მიეცა სურათისათვის და თავად მნახველს დაუტოვა უფლება,თავისივე წარმოდგენით აღექვა იგი.სურათის ხატვის პერიოდში ჰუგი “მინიგიტით” იტანჯებოდა და ამ ტილოს შექმნა მისგან ერთგვარი წყარო და სტიმული გახლდათ მისი გამოჯანმრთელებისა.1905-1906 წლებში სიმბერგამ ტამპერეს საკათედრო ტაძარში ერთ-ერთი ფრესკის სიუჟეტად “დაჭრილი ანგელოზი” გამოიყენა.აღნიშნულმა ტილომ უდიდესი გავლენა იქონია ფინურ კულტურაში და იგი გვხვდება მრავალ ფინურ ლიტერატურულ ნაწარმოებში. (ავტორი გენია.ჯი)