“აბდ ალ-კადირის აჯანყება”
“აბდ ალ-კადირის აჯანყება” - გახლდათ სახალხო აჯანყება ალჟირში ფრანგი კოლონიზატორების წინააღმდეგ 1832-1847 წლებში,დიდი არაბი მხედართმთავრის,სწავლულის,ორატორისა და “ალჟირის ეროვნული გმირის” – აბდ ალ-კადირის (1808-1883 წლები) ხელმძღვანელობით.წინაპირობა აჯანყებისა გახლდათ ფრანგთა კოლონიზაცია თანამედროვე ალჟირის ტერიტორიისა,რომლის განხორციელებაც 1830 წელს დაიწყეს.პირველი საწყისები აჯანყებისა არაბი-ბერბერების მიერ იქნა წამოწყებული ორანის პროვინციაში 1832 წელს.ლიდერი კი აღნიშნული მოვლენისა აბდ ალ-კადირი გახლდათ,რომელმაც შეძლო გაეერთიანებინა სხვადასხვა სოციალური სფეროსა და ჯგუფების მოსახლეობა,რომელთაც იგი ემირად დაასახელეს.ამავე პერიოდში იქნა ჩამოყალიბებული გაერთიანებული “ემირატი”,რომლის დედაქალაქიც გახლდათ მასკარა.ომი ფრანგებსა და არაბებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლებითა და სისასტიკით გამოირჩეოდა და გამარჯვება არაბებმა მოიპოვეს,რის შედეგადაც ფრანგები იძულებული გახდნენ 1834 წლის თებერვალში მათთან ზავი დაედოთ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა 1835 წელს ბრძოლები მათ შორის კვლავ განახლდა და იგი კვლავ ფრანგული ჯარების დამარცხებით დასრულდა.1837 წელს კი მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება იქნა დადებული,სადაც საფრანგეთი აღიარებდა აბდ ალ-კადირის ძალაუფლებას ალჟირის დასავლეთის დიდ ტერიტორიებზე.1837-1838 წლებში აბდ ალ-კადირის ემირატისათვის ყველაზე აყვავებული პერიოდი გახლდათ.მათი ეკონომიკის ძირითადი შემოსავლები ძირითადად მილიტარიზებაში მიდიოდა,რადგან ფრანგთა მხრიდან კვლავ მოელოდნენ თავდასხმებს და მათთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება “მყიფე ხელშეკრულებად” მიაჩნდათ.შესაბამისად აბდ ალ-კადირი აძლიერებს შეიარაღებას და აგებს იარაღის მწარმოებელ ქარხნებსაც,ამასთანავე ემირატის ბაზაზე ჩამოაყალიბა “რეგულარული არმია”.ყველაფერთან ერთად მან ქვეყანაში გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები: ეკონიმიკური,სასამართლო,ადმინისტრაციული და სოციალური კუთხეებით.შემოიღო ემირატის საკუთარი ვალუტა.1838 წლის 18 ოქტომბერს ფრანგებმა დაარღვიეს შეთანხმება და დაიკავა ქალაქი კონსტანტინა.1843 წელს დაიკავა ემირატის ტერიტორიის დიდი ნაწილიც.ემირატის დიდი ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა ადგილობრივი ფეოდალების სინდისზე იყო,რადგან ისინი დროს ერთმანეთის მტრობასა და ინტრიგებში ატარებდნენ.აბდ ალ-კადირი გამაგრდა თანამედროვე მაროკოს ტერიტორიაზე,რომლის მმართველებიც ასევე ფრანგთა ბატონობის წინააღმდეგ იბრძოდნენ.მიუხედავად ამისა მაროკოელებმა მარცხი განიცადეს და აბდ ალ-კადირი იძულებული გახდა მაროკო დაეტოვებინა. (ავტორი გენია.ჯი) 1845 წელს კვლავ დაიწყო აჯანყება ალჟირში ფრანგების წინააღმდეგ,რომელსაც სათავეში კვლავ აბდ ალ-კადირი ჩაუდგა.1847 წელს აჯანყებულები განდგურებულ იქნა.1847 წლის 22 დეკემბერს აბდ ალ-კადირი თავად ჩაბარდა ტყვედ ფრანგ გენერალ კრისტოფ ლუი ლეონ ჟიუშო დე ლამორისიერსა და “ჰერცოგ” ჰენრიხ ორლეანელს.მათ კი ტყვე საფრანგეთში გაგზავნეს,სადაც იგი ფრანგების ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა მანამ,სანამდე ნაპოლეონ III-მ იგი არ გაანთავისუფლა.ამის შემდგომ იგი კვლავ ბრუნდება აფრიკაში.აჯანყება კი ფრანგების მიერ იქნა განეიტრალებული,თუმცა ისტორიაში დამკვიდრდა,როგორც “აბდ ალ-კადირის აჯანყება”. (ავტორი გენია.ჯი)
აბდ ალ-კადირი – “აბდ ალ-კადირის აჯანყების” ხელმძღვანელი