“ნუმიდია”
“ნუმიდია” - გახლდათ უძველესი ისტორიული მხარე ჩრდილოეთ აფრიკის კონტინენტზე (თანამედროვე ტუნისისა და ალჟირის ტერიტორიებზე).მასიურმა გადავლამ ნუმიდიაში ადგილობრივი ხალხის: მასილიევებისა და მაზეზილიევებისა (ჩვ.წ.აღ-მდე I ათასწლეულში) გამოიწვია ამ რეგიონში ქალაქების დაარსება,მათ შორის უმთავრესი ქალაქი გახლდათ ცირტა,ასევე აქვე დაარსდა შემდეგი ქალაქები: ტევესი,ტუგა,სიკიმი და სხვა,რამაც ადგილობრივი პოლისების წარმოშვებას შეუწყო ხელი.ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნეში “ნუმიდია” დამორჩილებულ იქნა კართაგენის მიერ,თუმცა მათ წინააღმდეგ არა ერთი აჯანყება მოაწყო ნუმიდიელებმა.მეორე პუნიკური ომის პერიოდში (ძვ.წ.აღ-ით 218-208 წლებში),ნუმიდიის აღმოსავლეთი ნაწილის მეფე – მასინისა,რომაელებს დიდ დახმარებას უწევდა კართაგენელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.კართაგენის მარცხმა და რომაელთა მხარდაჭერამ მასინისე მთელი ნუმიდიის მმართველი გახადა ძვ.წ.აღ-ით 201 წელს და ქვეყანას მართავდა ძვ.წ.აღ-ით 149 წლამდე. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდში ნუმიდია ერთ-ერთ ძლიერ ქვეყნად ჩამოყალიბდა და მისი საზღვრებიც ფართოდ განივრცო,ამასთანავე გაძლიერდა ვაჭრობა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთანაც. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მასინისას მმართველობის პერიოდში ნუმიდიას ტერიტორია ჩამოყალიბდა “მასინისას” ერთიან სამეფოდ,რომელსაც რაც არ უნდა გასაკვირი იყო ორი დედაქალაქი ჰქონდა: დასავლეთით ქალაქი ცირტა,ხოლო აღმოსავლეთით ქალაქი ბულა-რეგია.ძვ.წ.აღ-ით 111-105 წლებში ნუმიდიელთა მეფე იუგურტამ,ბრძოლა დაიწყო რომაელთა წინააღმდეგ,სადაც იგი დამარცხდა და ერთ-ერთი ბრძოლის დროს ტყვედ იქნა აყვანილი,რის შემდეგაც იგი სიკვდილით იქნა დასჯილი.ძვ.წ.აღ-ით 46 წელს,რომაელებმა ნუმიდიის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს ახალი რომაული პროვინცია,სახელწოდებით: “ახალი აფრიკა”,რომელიც 429-430 წლებში ვანდალების მიერ იქნა დაკავებული,533 წელს ბიზანტიელების მიერ,VII საუკუნეში არაბების მიერ,ხოლო საბოლოო ჯამში “ნუმიდიის” ისტორიული რეგიონი თანამედროვე ტუნისისა და ალჟირის განუყოფელ ნაწილად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)