ახმეტ ზოგუს ბიოგრაფიიდან…
ახმეტ ზოგუ (1895-1961 წლები) გახლდათ “ალბანეთის” სახელმწიფო მოხელე და ამ ქვეყნის მეფე (1928-1939 წლებში).წოდებით ავსტრიული არმიის პოლკოვნიკი იყო.1922-1924 წლებში ეკავა ქვეყნის პრემიერ-მინისტირს პოსტი,რომლის დაკავებაშიც უდიდესი დახმარება გაუწია ალბანეთის მომავალმა პრემიერმა და ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მემამულემ ალბანეთისა – შეფკეტ ბეი ვერლაჯიმ (1877-1946 წლები).ალბანეთის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 1924 წლის დეკემბერში,მთელი ძალაუფლების უზურპატორი ხდება და სახელმწიფოს მართვის ერთპიროვნულ განმგებელად ინიშნება.1925 წელს მიიღო პრეზიდენრის უფლება-მოვალეობები,ხოლო 1928 წლის 25 აგვისტოს თავი ალბანეთის “მონარქად” გამოაცხადა და სახელად ეწოდა “ზოგ I სკანდერბეგ III.ამ მოვლენების შედეგად და მისი მმართველობის სტილის გამო ურთეიერთობა ეძაბება მის ერთ-ერთ ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭრთან შეფკეტ ბეი ვერლაჯისთან.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ზოგუსა და შეფკეტს შორის მალე მტრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა.გარდა ამისა გაიჩინა უამრავი მტერი და მისი მმართველობის პერიოდში მასზე 55 თავდასხმა მოხდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი გახლავთ თანამედროვე ისტორიაში ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური,რომელმაც თავად დაიცვა თავი თავდამსხმელისაგან 1931 წელს ვენის (ავსტრია) თეატრიდან გამოსვლის დროს.კერძოდ როდესაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ ავტომობილში ჯდებოდა,მისი მისამართით დაიწყეს სროლა,რასაც თავადვეც სროლით უპასუხა და იძულებული გახადა თავდამსხმელები გაქცევით ეშველათ თავისთვის.ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ფიგურად,რომელთანაც ზოგუ მეგობრობდა,გახლდათ “ალბანელ რასპუტინად” ცნობილი პიროვნება აბურახმან კროსი.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ზოგუ გამოირჩეოდა სიგარეტის მასიური წევით და როგორც ცნობებია 300 ღერამდე სიგარეტსაც ეწეოდა დღეში. (ავტორი გენია.ჯი) 1939 წლის იტალიელთა მიერ ალბანეთის ოკუპაციის შემდგომ ზოგუ გაიქცა საბერძნეთში და შემდეგ გადავიდა ლონდონში.იტალიელთა მიერ საოკუპაციოა რეჟიმის მხრიდან ალბანეთის პრემიერად დანიშნულ იქნა ზოგუს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი შეფკეტ ბეი ვერლაჯი (ფაქტიურად ამ პერიოდში ალბანეთი იტალიის პროტექტორატს წარმოადგენდა).სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში იგი პარიზში ცხოვრობდა,სადაც დაწერა რამდენიმე დეტექტიური ჟანრის რომანი და მემუარები.ახმეტ ზოგუ გარდაიცვალა 1961 წლის 9 აპრილს პარიზში.ალბანეთის ისტორიაში კი თავი დაიმკვიდრა,როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა “ოდიოზურმა” მმართველმა. (ავტორი გენია.ჯი)