ევა ჰედვიგ იუსტინი – (ბოშათა გენოციდის ინიციატორი)
ევა ჰედვიგ იუსტინი - დაიბადა 1909 წლის 23 აგვისტოს,გერმანიის ქალაქ დრეზდენში.იგი წარმოადგენდა გერმანელ ფსიქოლოგს და ცნობილ რასობრივ ანთროპოლოგს ნაცისტური გერმანიისა,რომლის სახელი დღემდე ფიგურირებს,როგორც ერთ-ერთი ინიციატორი “ბოშათა გენოციდისა” გერმანიაში.იგი გახლდათ რეიხსბანკის თანამშრომლის კარლ იუსტინისა და მარგარეტ იუსტინების ოჯახის ქალიშვილი.1925 წელს ჩაირიცხა “ახალგაზრდა გერმანელთა ორდენში”.1933 წელს,24 წლის ასაკში ლუიზენშიფტის გიმნაზიის ატესტატი აიღო.1934 წელს ტიუბინგენის სამედიცინო საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა მედდის კურსები,რა დროსაც გაიცნო გერმანელი ფსიქოლოგი,ფილოსოფიის დოქტორი და ბოშებზე საშინელი ექსპერიმენტების ჩამტარებელი ექიმი – რობერტ რიტერი.ევა ჰედვიგ იუსტინი,მისი განსაკუთრებული “სადისტური მონაცემების” გამოისობით,რიტერმა თავის მოადგილედ დანიშნა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ევა შესანიშნავად ფლობდა ბოშათა ენას და მათთან იგი ნდობაში შედიოდა.რის შემდეგაც არა ერთ ბოშას “სიკვდილის ბანაკებში” ერეკებოდა.მათზე კი ატარებდა საშინელ ექსპერიმენტებს,რასაც შემდგომ “სამედიცინო ნაშრომებსაც” უძღვნიდა.ერთ-ერთი ექსპერიმენტი 41 ნახევრადბოშა წარმომავლობის მქონე ბავშვზე მიმდინარეობდა,რომლებიც აბსოლუტურად ჩამოცილებული იყვნენ თავიანთი მოდგმის ბოშა ხალხს.ევას ინტერესი მდგომარეობდა იმაში,რომ თუ შეიძლებოდა მათგან სრულფასოვანი გერმანელების “გამოყვანა”.საბოლოო დასკვნაში მან ჩაწერა: “ბოშებისაგან გამორიცხული არის გერმანული საზოგადოების წევრად ჩამოყალიბება,რადგან ისინი ვერასოდეს განიცდიან ასიმილაციას გერმანულ საზოგადოებასთან.ამიტომ ისინი წარმოადგენდნენ არასასურველ და საფრთხის მატარებელ ელემენტებს გერმანული ერისათვის”.(ავტორი გენია.ჯი) მისი საშინელი დისერტაცია ბოშათა შესახებ,მოწონებულ იქნა გერმანელი ეთნოლოგის – რიჰარდ ტურნვალდის მიერ და ის 41 ბოშა ბავშვი,რომლებზეც ევა ექსპერიმენტებს ატარებდა,სასწრაფო წესით იქნენ გადაყვანილი “სიკვდილის ბანაკში” – “ოსვენციმში”.ბავშვებზე საშინელი ცდები ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკშიც გაგრძელდა.იოზეფ მენგელე,რომელიც ფაშისტების ერთ-ერთი ყველაზე “სადისტი” ექიმი გახლდათ,იმ ბავშვებზე,რომლებიც ევას “რეკომენდაციით” მოხვდნენ “სიკვდილის ბანაკში”,ატარებდა გაუგონარ ექსპერიმენტებს,რასაც 41 ბავშვიდან 39 შეეწირა (მხოლოდ 2 მათგანი გადაურჩა სიკვდილს).ფაქტიურად ევა ჰედვიგ იუსტინმა “მწვანე შუქი” აუნთო,მისივე დისერტაციითა და ნაშრომებით “ბოშა ხალხის გენოციდს” გერმანიაში.აღსანიშნავია,რომ ამავე ნაშრომებისათვის მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.(ავტორი გენია.ჯი) მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,მიმალვა მოახერხა და 1947 წელს ფარნქფურტში მუშაობა დაიწყო ბავშვთა ფსიქოლოგიურ დეპარტამენტში.1958 წელს,ფრანქფურტის საქალაქო სასამართლომ დაიწყო გამოძიება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში “რასობრივი დანაშაულებებისა”,სადაც გამოიკვეთა მისი დანაშაულებები,თუმცა რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,საქმის “ხანდაზმულობისა” და “მტკიცებულებათა არ ქონის” გამო იგი გაანთავისუფლეს.1963 წელს,მიიღო კათოლიკური რელიგია.1966 წლის 11 სექტემბერს,მართლმსაჯულებას გადარჩენილი “ბოშათა გენოციდის” ინიციატორი ქალი – ევა ჰედვიგ იუსტინი,საკუთარივე საშინელი დაავადების (ავთვისებიანი სიმსივნე) მტანჯველი სიკვდილის მსხვერპლი შეიქნა.