ანრი IV-ის “მიმართვა” დედოფალ მარია მედიჩს…
საფრანგეთისა და ნავარის ცნობილი მეფე - ანრი IV დე ბურბონი (1553-1610 წლები),რომელსაც ისტორიაში “დიდი” უწოდეს,1572 წლის 18 აგვისტოს დაქორწინდა ანრი II-სა და ეკატერინე მედიჩის ქალიშვილზე – მარგარიტა ვალუაზე (1553-1615 წლები),თუმცა მასთან განქორწინდა 1599 წელს და 1600 წელს ცოლად შეირთო მეორე მეუღლე - მარია მედიჩი (1573-1642 წლები),რომელსაც “ქალბატონ რეგენტად” მოიხსენიებდა. (ავტორი გენია.ჯი)მათ თანაცხოვრებაში შეეძინათ ვაჟი,საფრანგეთის მომავალი მეფე ლუი XIII (1601-1643 წლები).ამარია მედიჩი დიდად განიცდიდა ანრი IV-ს,საკმაოდ “თავაშვებულ” ცხოვრებას,რადგან მას უამრავი “საყვარლები” ჰყავდა და განსაკუთრებით განიცდიდა მის “ქალბატონ რეგენტად” მოხსენიებას.ამ თემის გამო მათ შორის არაერთი კონფლიქტი წარმოშობილა,რის გამოც ანრი IV-მ მას მიუგო:
“თქვენ სრულიად მართალი ბრძანდებით,რადგან ჩვენი ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე,ჩემი სიკვდილი თქვენი განსაცდელის დასაწყისი იქნება.თქვენ ბევრჯერ გიტირიათ,როცა ჩვენს ვაჟს მკაცრად ვსჯიდი,მოვა დრო და უფრო ცხარე ცრემლებს დაღვრით,როცა ჩვენს ვაჟს ან თქვენ ბოროტად მოგექცევიან. (ავტორი გენია.ჯი) არ მოგწონთ ჩემი გატაცება საყვარლებით,მაგრამ კიდევ უფრო ძნელი იქნება იმ ქალის ატანა,ვინც თქვენი ვაჟის გულს დაიპყრობს.ბუნების კანონის მიხედვით,თქვენ ჩემი ადგილის დაკავება მოგიწევთ და მაშინ პირადი გამოცდილებით მიხვდებით,რომ ვინც რაიმე თანამდებობის დაკავებას ცდილობს და თავი ამის ღირსად მიაჩნია,ეს არაფერსაც არ ნიშნავს,რადგან რაც ჯერ დაკავებულია,მისი გაცემა არ შეიძლება”.
მართლაც ანრი IV-ის გარდაცვალების შემდგომ (1610 წლის 14 მაისი),საფრანგეთის სამეფო ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ლუი XIII,რომელსაც მეურვედ დედამისი “ქალბატონი რეგენტი” ჰყავდა.ძალაუფლება კი ფაქტიურად მისი ფავორიტის იტალიელი კონჩინის ხელში მოექცა.მოგვიანებით კი საფრანგეთის მეფე ლუი XIII მისი ერთ-ერთი საუკეთესო კარდინალის – რიშელიეს “ჩრდილქვეშ” მოექცა,რამაც საბოლოოდ ფრამგული აბსოლუტიზმი დაბადა (მმართველობითი ფორმა,რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება მთლიანად და განუყოფელად ეკუთვნის ერთ პირს). (ავტორი გენია.ჯი)