მარკო პოლოს წიგნის შესახებ – ამელიო ბონაგუოიზი წერდა…
ლეგენდარული იტალიელი (ვენეცია) მოგზაურის - მარკო პოლოს (1254-1324 წლები),მიერ დაწერილ “სამყაროს აღწერაში” მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას XIV საუკუნის ბოლოსაც ეჭვქვეშ აყენებდნენ და უარყოფდნენ.ფლორენციის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯერაც შემონახულია მარკო პოლოს წიგნის ფლორენციული ხელნაწერი,რომელიც 1392 წლით თარიღდება.მასზე კი ასეთი მინაწერია:
“აქ თავდება ვენეციელი ბატონის,მარკო პოლოს წიგნი,რომელიც მე ამელიო ბონაგუიზიმ,ვიმყოფებოდი რა ჩიერეტო გუნდის პოდესტად (XII-XVI საუკუნეებში იტალიის ბევრ ქალაქში აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლების ხელმძღვანელი),საკუთარი ხელით გადავწერე,რათა დრო გამეყვანა და დარდი გამექარვებინა.ის,რაც მოთხრობილია წიგნსი წარმოუდგენლად მეჩვენება; ავტორის მონაყოლი სიცრუედ კი არ მიმაჩნია,არამედ უფრო სასწაული მგონია. (ავტორი გენია.ჯი) სრულიად შესაძლებელია ყველაფერი,რაზედაც ლაპარაკობს,სიმართლე იყოს,მაგრამ მე ამ სიმართლის არ მჯერა,თუმცა საერთოდ მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში ბევრი განსხვავებული რამ შეიძლება არსებობდეს.მგონია,რომ ეს წიგნი,რადგანაც იგი ჩემი სიამოვნებისთვის გადავწერე,სავსეა ისეთი გაუგონარი ამბებით,რისი დაჯერებაც შეუძლებელია.ამას,პირდად ჩემთვის ვაცხადებ და მე დავასრულე მისი გადაწერა ზემოთმოხსენიებულ ჩიერტო გუნდიში ქრისტეშობიდან 1392 წელს ნოემბრის თვის მეთორმეტე დღეს და დავასრულე რა ეს წიგნი,ვმადლობდეთ ქრისტესა უფალსა ღმერთსა ჩუენსა,ამინ”. (ავტორი გენია.ჯი)