ლელა მეტრეველი – “ხედვის კუთხეები”
ისევ გულგრილად,ისევ უნდილად
იწონებოდა ცოდვა და მადლი,
ქარი იყო და წვას ხელს უშლიდა
და გროვდებოდა თვალებში ჭვარტლი.
მაგრამ ვერავის ვუთხარი: კმარა!
ვერ მივიტანე სული წყარომდე,
გიშრის ტბას არა – გიშრის ტბას – არა,
მელნად მჭვარტლიან ცრემლებს ვხმარობდე.
ასე ყოფილი ოდითგან ჭრელი
და უნდო სოფლის თავი და ბოლო:
ვინ დაინახა ჭვარტლი და ცრემლი,
გარედან ალი მოჩანდა მხოლოდ.