პუნიშა რაპიჩი – “იუგოსლავიის სისხლიანი პარლამენტის სხდომა”
პუნიშა რაპიჩი (1886-1944 წლები),გახლდათ ჩერნოგორიელი პოლიტიკოსი,სერბი ეროვნებისა.ამასთანავე იგი წარმოადგენდა იუგოსლავიის პარლამენტის წევრს “ეროვნულ-რადიკალური პარტიიდან”,რომელმაც ისტორიაში თავი დაიმკვიდრა საშინელი მკვლელობების აქტით,რომელიც განახორციელა იუგოსლავიის პარლამენტში 1928 წლის 20 ივნისს. (ავტორი გენია.ჯი) იგი იუგოსლავიის პარლამენტში დეპუტატად არჩეულ იქნა 1927 წლის სექტემბერში.ამ პერიოდში “ხორვატიის გლეხთა პარტიის” ლიდერი სტეფან რადიჩი (1871-1928 წლები),რომელიც ასევე პარლამენტის წევრი გახლდათ,მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა მთავრობისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ,რასაც პუნიშა რაპიჩისა და მისი თანამოაზრის თომა პოპოპვიჩის მხრიდან მძაფრი ხმაური და ხელდახელ ჩხუბი მოყვა,რა დროსაც პუნიშა რაპიჩი – სტეფან რადიჩს სიკვდილით დაემუქრა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია “ხორვატიის გლეხთა პარტიასა” და “ეროვნულ-რადიკალურ პარტიას” შორის დიდი დაპირისპირება იყო,რის გამოძახილიც პარლამენტში გაისმოდა ხოლმე.1928 წლის 20 ივნისს,ხორვატმა ლუბომირ მაშტოვიჩმა გამოვიდა სიტყვით სადაც დაგმო მუქარა განხორციელებული სტეფან რადიჩის წინააღმდეგ და აქვე აღნიშნა,რომ აღნიშნულ ფაქტზე პარლამენტის თავჯდომარემ – ნინკო პერიჩმა,არავიტარი რეაგირება არ მოახდინა.მისი გამოსვლის შემდგომ პარლამენტის ტრიბუნა დაიკავა თომა პოპოვიჩმა,რომელმაც განაცხადა:
” – თუ კი თქვენი ლიდერი სტეფან რადიჩი,რომელიც სირცხვილია ხორვატი ხალხისა,გააგრძელებს ჩვენს გაღიზიანებასა და შეურაცყოფას,გპირდებით,რომ მისი თავი აქვე გაგორდება!”
ასეთი გამოსვლის შემდეგ თავჯდომარემ ხუთწუთიანი შესვენება გამოაცხადა და თავის კაბინეტში გავიდა,სადაც მას შეყვა პუნიშა რაპიჩი.როდესაც სხდომა განახლდა,სიტყვა მიეცა რაპიჩს,რომელმაც უდიდესი შეურაცმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია მთელი ოპოზიცია.მიუხედავად ამისა რადიჩი თავშეკავებულად უსმენდა მას.სიტყვის დასრულებისას კი მან რაპიჩმა განაცხადა,რომ: “სისხლი მასაც დაუღვრია საკუთარი სამშობლოსათვის”.მაშინ,როდესაც მან სიტყვა დაასრულა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ივან პერნარმა მას ირონიულად შესძახა,რომ: “ეთქვა მათთვის თუ რამდენი სისხლი ჰქონდა დაღვრილი და ამის საფასურს ოქროთი გადაუხდიდნენ”.აღნიშნულის შემდეგ პუნიშა რაპიჩი გაიჭრა ტრიბუნისაკენ,იძრო რევოლვერი და დაიძახა,რომ: “თუ კი ვინმე ჩადგებოდა მასსა და პერნარს შორის,იგი მოკვდებოდა”.პარლამენტის თავჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.ყოველივე ამის შემდგომ პუნიშა რაპიჩმა გახსნა ცეცხლი და მოკლა პერნარი და რადიჩი. (ავტორი გენია.ჯი) მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდებოდა და ეხლა მან მიზანში სვეტოზარ პრიბიჟევიჩი ამოიღო,თუმცა ტყვია ბრუნო ბასარიჩეკას მოხვდა.პავლე რადიჩი კი ყვიროდა: “ღმერთო ჩემო რას ჩადიხარ?”,რაზეც სტეფან რადიჩმა მას უთხრა,რომ სწორედ მას ეძებდა და ტყვია დაახალა,რის შემდეგაც კიდევ ორჯერ გაისროლეს და იქაურობა დატოვეს.
სწორედ ეს პოლიტიკური მკვლელობა გახდა მიზეზი იუგოსლავიაში მონარქიული დიქტატურის დამყარებისა 1929 წელს.რამდენიმე ხნის შემდეგ პუნიშა რაპიჩი თავად ჩაბარდა პოლიციას.1929 წლის 8 იანვარს კი იუგოსლავიის მეფემ – ალექსანდრე I კარაგეორგევიჩმა (1888-1934 წლები),ოფიციალურად გამოაცხადა დიქტატურის დამყარება და დაითხოვა პარლამენტი.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პუნიშა საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდა,მანამდე სანამ იგი იუგოსლაველმა პარტიზანებმა არ აიყვანეს ტყვედ.სამხედრო სასამართლომ კი მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,რაც აღასრულეს კიდეც.აღნიშნული საშინელი მოვლენა იუგოსლავიის ისტორიაში შევიდა,როგორც “1920 წლის სისხლიანი პარლამენტის სხდომა”. (ავტორი გენია.ჯი)
პუნიშა რაპიჩი
სტეფან რადიჩი