“ვლადიმერ პრელოგის პასუხი ამერიკელ სტუდენტებს”…

ვლადიმერ პრელოგი (1906-1998 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ბოსნია-ჰერცოგოვინელი ქიმიკოსი გასული საუკუნისა,რომელსაც 1975 წელს “სტერეოქიმიის” განვითარებისათვის,მიენიჭა “ნობელის პრემია” ქიმიის დარგში.უდიდეს მეცნიერს უამრავი წერილი მისდიოდა სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტებისაგან და მოსწავლეებისაგან,რომელთაც იგი უყურადღებოდ და უპასუხოდ არასოდეს ტოვებდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელაც მას წერილი მიუვიდა ამერიკელი სტუდენტებისაგან,სადაც ისინი მას სთხოვდნენ დაეფიქსირებინა საკუთარი ხედვა რელიგიური მრწამსისა და მეცნიერების შესწავლის საუკეთესო საშუალების შესახებ,ამასთანავე აღენიშნა მისი და უბრალო ადამიანების ხედვების განსხვავება რელიგიის შესახებ,რაზეც პრელოგმა მთელი სერიოზულობით გასცა პასუხი ამერიკელ სტუდენტებს და მათ მისწერა:

“საუკეთესო საშუალება ამა თუ იმ მეცნიერების დაუფლებისა,გახლავთ ის,რომ იყოთ იმ ოსტატის შეგირდი,რომელიც მაგალითი იქნება თქვენი, არა მარტო სამეცნიერო შეხედულებებისა,არამედ პირადი ურთიერთობებისაც. (ავტორი გენია.ჯი) რაც შეეხება რელიგიურ მრწამსს,გეტყვით,რომ “ნობელის პრემიის” ლაურეატები არა უმეტეს კომპეტენტურები არიან ჩვეულებრივ ადამიანებზე: რელიგიის,ღმერთის,სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხებში.თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ისევე,როგორც მე წარმოვადგენთ აგნოსტიკებს (ფილოსოფიური მოძღვრება,განსაზღვრული შეხედულება,რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას).უბრალო ადამიანები კი ტოლერანტულები არიან რელიგიური ადამიანების,ათეისტებისა და სხვათა მიმართ.მათ რაც უბრალოდ არ მოსწონთ გახლავთ მებრძოლი ფანატები ნებისმიერი მოდგმისა თუ რელიგიისა”.

საუკეთესო სურვილებით,თქვენი – “ვლადიმერ პრელოგი