“ბართოლომეო მიტრეს ბიოგრაფიიდან”…
არგენტინის სახელმწიფო მოღვაწე და ქვეყნის პრეზიდენტი 1862-1868 წლებში - ბართოლომეო მიტრე (1821-1906 წლები),გარდა იმისა,რომ არგენტინის პრეზიდენტი გახლდათ,იგი ავტორია ამ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიოგრაფიის ნაწილისა (წიგნების),რომლების სახელწოდებაც გახლავთ: “ბელგრანოს ისტორია” (დაწერილი 1887 წელს) და “სან-მარტინის ისტორიის სამი ტომი”,რომლებიც გამოცემულ იქნა 1887,1888 და 1890 წლებში.გარდა ამისა იგი წერდა მემუარებს,რომლებსაც ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა.თუმცა მოგვიანებით არგენტინელმა ისტორიკოსებმა სალდიასმა და როსამ,ეჭვქვეშ დააყენა მისი ნაშრომების ობიექტურობა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა მოვლენამ კი არგენტინის ისტორიაში მიიღო სახელწოდება: “ისტორიული რევიზია არგენტინისა”.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ბარტოლომეო მიტრე გახლდათ ის არგენტინელი პოლიგლოტი,რომელმაც მათ ენაზე თარგმნა იტალიურიდან,დიდი იტალიელის – დანტე ალიგიერის გენიალური თხზულება “ღვთაებრივი კომედია”.გარდა ამისა მან თარგმნა ვერგილიურის “ენეიდა”.მასვე გააჩნდა არგენტინის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკა.1907 წელს გახსნილ იქნა “ბართოლომეო მიტრეს სახელობის მუზეუმი” და მისი ანდერძის თანახმად,აღნიშნულ ბიბლიოთეკას გადაეცა მისივე ბიბლიოთეკა,მთელი არქივები,ავეჯი და სახლიც კი. (ავტორი გენია.ჯი) 1853 წლის 2 ივნისის ბუენოს-აირესის ალყის დროს,სადაც იგი იბრძოდა,მოხვდა ტყვია პირდაპირ შუბლში,თუმცა მისდა საბედნიეროდ თავზე ეხურა კეპი,რომელზეც მისივე მეუღლის დელფინას მიერ დამაგრებულ იქნა რკინის სამხედრო ნიშანი,რომელმაც ტყვია აისხლიტა და იგი სრულიად უვნებელი გადარჩა.ბართოლომეო მიტრე გარდაიცვალა 1906 წლის 19 იანვარს.მიტრეს პორტრეტი მოგვიანებით აღბეჭდილ იქნა არგენტინული 2 პესოს ღირებულების მქონე ფულის ბანკნოტზე.მისი სახელი კი ისტორიაში შევიდა,როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი განათლების მქონე და მამაცი პრეზიდენტი არგენტინისა. (ავტორი გენია.ჯი)