“მარვინ ჰიმეიერის ომი”
“მარვინ ჰიმეიერის ომი” - ამ სახელით შევიდა ისტორიაში ერთ-ერთი კოლორადოელი შემდუღებლის - მარვინ ჯონ ჰიმეიერის (1951-2004 წლები) და ცემენტის ქარხნის “Mountain Park”-ის კონფლიქტი,რომელმაც საბოლოო ჯამში საშინელი სახე მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ საქმე მდგომარეობდა შემდგომში: კოლორადოს შტატის ქალაქ გრენბში,თავისი პირადი სახელოსნო ჰქონდა გახსნილი,პროფესიით შემდუღებელს – ჯონ მარვინ ჰიმეიერს,რომელსაც ზემოთ აღნიშნული ცემენტის ქარხნის კომპანია ედავებოდა იმას,რომ მისი სახელოსნო ქარხნის ტერიტორიაზე იყო გახსნილი და იგი უნდა გაეტანა აღნიშნული ტერიტორიიდან.მანამდე კი 1992 წელს,ჯონმა 2 აკრი ტერიტორია შეისყიდა ერთ-ერთი კორპორაციისაგან 42 000 ამერიკულ დოლარად,სადაც შემდეგ თავისი სახელოსნო ააგო.მოგვიანებით ტერიტორიის გაყიდვაზე დასთანხმდა დოჩეფების ოჯახს,რომლებსაც სურდათ ამავე ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის გახსნა.დოჩეფებმა ჰიმეიერს 250 000 დოლარი შესთავაზეს ტერიტორიის დაცლის სანაცვლოდ,თუმცა როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა,მარვინმა მათ 1 მილიონი ამერიკული დოლარი მოსთხოვა.მოლაპარაკებები მათ შორის საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.მიუხედავად იმისა,რომ ტერიტორია ჰიმეიერის საკუთრებაში ირიცხებოდა,2001 წელს საქალაქო კომისიამ მარვინის მფლობელობაში მყოფ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებით მის საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე,სრულიად უკანონოდ იქნა აგებული ცემენტის ქარხანა.ამასთანავე მათ შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავაც.რამდენიმე თვის მანძილზე მისი სახელოსნო და ცემენტის ქარხანა გვერდიგვერდ მუშაობდნენ,თუმცა მას შემდეგ რაც ცემენტის ქარხნის მეპატრონეებმა საერთოდ მოინდომეს მისი ტერიტორიიდან გაძევება (რასაც ხელს უწყობდა სასამართლო) და რაც ქალაქის საგადასახადო ორგანოებმა იგი 2 500 დოლარით დააჯარიმეს საწარმოს სხვადასხვა “დარღვევისათვის”,მან თავისი ბიზნესი გაყიდა და ამავე ფულით იყიდა მუხლუხებიანი ბულდოზერი Komatsu D335-3.ორი წლის მანძილზე შურისმაძიებელი გრძნობით გაჟღენთილმა და ყველასაგან გაწირულმა კაცმა ბულდოზერი ერთგვარ ჯავშან-მანქანად აქცია (როგორც შემდგომ გაირკვა ბულდოზერის ჯავშნის სისქე 30 სანტიმეტრსაც კი შეადგენდა).გარდა ამისა მან ბულდოზერში დაამონტაჟა სათოფურები და სხვა მოწყობილობები.2004 წელს,უსამართლობით განრისხებული ჯონი თავის მიერვე შექმნილი ჯავშნოსანი-ბულდოზერით,რომელშიც სამი სახეობის იარაღიც ჰქონდა თან (გამოძიების მასალების მიხედვით,მხოლოდ თავდაცვის მიზნით) ჯერ ქალაქის და შემდეგ ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრა,რა დროსაც 13 ადმინისტრაციული შენობა მიწასთან გაასწორა,მათ შორის ქარხნის შენობა-ნაგებობებიც.ამის შემდგომ კი მარვინ ჯონ ჰიმეიერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.(ავტორი გენია.ჯი) ქალაქზე მიყენებულმა ზარალმა 7 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა,ხოლო ცემენტის ქარხნის ზარალმა 2 მილიონი ამერიკული დოლარი.აღსანიშნავია,რომ ამ საშინელი აქტით არცერთი ადამიანი გარდა თავად ჯონისა,ფიზიკურად არ “დაზარალებულა”.აღნიშნულმა ისტორიამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია ამერიკაში.ჯონის მიერ ჯავშნოსანი ბულდოზერით ჩატარებულ “სადამსჯელო ოპერაციას” მოსახლეობა,ქვეყნის წამყვანი ტელევიზიების მეშვეობით პირდაპირი ეთერში ადევნებდა თვალს.აღნიშნულ ბულდოზერს მოგვიანებით – “KillDozer” უწოდეს.ჯონის მიმართ საზოგადოების განწყობა იმდენად დადებითი იყო და იმდენად თანაუგრძნობდნენ მას,რომ ქალაქის ხელისუფლებამ,იმისათვის,რომ ბულდოზერის ნაწილები,მის გულშემატკივრებს ხელში არ ჩავარდნოდათ,ნაწილ-ნაწილ დაშლა და გადადნობა გადაწყვიტეს,რაც 2005 წლის 19 აპრილს აღასრულეს კიდეც.აღნიშნულ მოვლენას კი დღემდე უწოდებენ – “მარვინ ჰიმეიერის ომს”,რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი “შურისძიების აქტად” არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)