“არგენტინის ეროვნული ობსერვატორია”
“არგენტინის ეროვნული ობსერვატორია” - გახლავთ ასტრონომიული ობსერვატორია,დაარსებული 1871 წლის 24 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ კორდობაში,არგენტინის ლეგენდარული პრეზიდენტის – დომინგო ფაუსტინიო სარმენტოსა (1811-1888 წლები) და ამერიკელი ასტრონომის ბენჯამინ აპტორპ ჰულდის (1824-1896 წლები) მიერ.როდესაც არგენტინის მომავალი პრეზიდენტი სარმენტო წარმოადგენთა თავის ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად ყოფნის დროს 1864 წელს,შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა ასტრონომ-ნოვატორს ჰულდს,რომელიც თავის მხრივ დიდად იყო დაინტერესებული არგენტინაში მოგზაურობით,რათა შეესწავლა “სამხრეთ ნახევარსფეროს ვარსკვლავები”. (ავტორი გენია.ჯი) 1869 წელს სარმენტოს გაპრეზიდენტების შემდგომ,მან მოიწვია იგი თავის ქვეყანაში და 1970 წელს ჰულდი არგენტინაში ჩადის.აქვე მან შეადგინა სამხრეთის ცის 7000 ვარსკვლავის რუკა,სახელწოდებით: “Uranometria Argentina”.მალევე კი ერთობლივი ძალისხმევით აგებულ იქნა “არგენტინის ეროვნული ობსერვატორია”,რომლის ბაზაზეც 1942 წლის 5 ივლისს დაფუძნებულ იქნა “ბოსკე-ალეგრეს ასტროფიზიკური სადგური”. (ავტორი გენია.ჯი) 1955 წლიდან კი იგი შედის “კორდობას ეროვნული უნივერსიტეტის” შემადგენლობაში და მას შემდეგ მას “კორდობას ასტრონომიულ ობსერვატორიად” მოიხსენიებენ.იგი ქალაქი კორდობიდან 40 კილომეტრის დაცილებით მდებარეობს და მინიჭებული აქვს კოდი “ცენტრი მცირე პლანეტებისა 821″.ობსერვატორიაში განთავსებული ტელესკოპის რადიუსი 154 სანტიმეტრია,აღნიშნული ტელესკოპისათვის გუმბათი აგებულ იქნა 1928 წელს.აღნიშნული ობსერვატორიის ხელმძღვანელები გახლდნენ ისეთი დიდი მეცნიერები როგორებიც იყვნენ: ბენჯამინ აპტორპ ჰულდი,ელეოდორო სარმიენტო,ჩარლზ პირონ დელაინი და სხვები.”არგენტინის ეროვნული ობსერვატორია” დღესაც აქტიური სამეცნიერო-სადამკვირებლო მუშაობის სტადიაშია. (ავტორი გენია.ჯი)