“კაუდილიზმი”
“კაუდილიზმი” - (ესპანურ ენაზე caudillo აღნიშნავს “წინამძღოლს”,აღნიშნული ტიტულის ოფიციალური მატარებელი გახლდათ ცნობილი ესპანელი დიქტატორი – ფრანსისკო ფრანკო (1892-1975 წლები).იგი აღნიშნავს დიქტატორთა რეჟიმს პირადი ძალაუფლებისა,რიგი ლათინური ამერიკის ქვეყნებში.რომელიც დამყარებულია სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებეში მოსვლისა და სამხედრო ძალის უშუალო საფუძველზე დამყარებულ ძალადობრივ მეთოდებზე ქვეყნის მართვისა. (ავტორი გენია.ჯი) “კაუდილიზმის” უმთავრესი მახასიათებლებია ლიკვიდაცია ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისა,რომელიც დამყარებულია რეპრესიებსა და ტერორზე.უმთვარესი სამიზნე კი “კაუდილიზმისა” გახლავთ პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება. (ავტორი გენია.ჯი) ლათინოამერიკულ ქვეყნებში,ძირითადად ყოფილ ესპანურ კოლონიებში სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოდიოდნენ სამხედრო დიქტატორები,რომელთა რაოდენობა ისტორიის მანძილზე ასეულობით იყო.”კაუდილიოს” რეჟიმები,როგორც წესი არამდგრადი გახლდათ და მალევე კარგავდა ნდობასა და ავტორიტეტს მოსახლეობაში,რის შედეგადაც მათი უმრავლესობა თავად ხდებოდა “შეთქმულებებისა და გადატრიალების” მსხვერპლი. (ავტორი გენია.ჯი)