პელაგიური დიდპიროვანი ზვიგენი
პელაგიური დიდპიროვანი ზვიგენი - გახლავთ ერთ-ერთი სახეობა,იმ სამი სახეობის ზვიგენებს შორის,რომლებიც იკვებებიან პლანტკონებითა და სხვა მცირე ზომის ცოცხალი ორგანიზმებით.ისინი ძირითადად გავრცელებული არიან წყნარი,ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში.ყველაზე ხშირად კი გვხვდებიან კალიფორნიისა და იაპონიის სანაპიროებთან. (ავტორი გენია.ჯი) ისინი არიან ღრმა წყლის მოყვარულები და მათი პირველი აღმოჩენა დაფიქსირდა 1976 წელს.ამასთანავე ისინი ერთადერთი სახეობა გახლავან “დიდპიროვან ზვიგენების” ოჯახისა.აღსანიშნავია,რომ 2004 წლიდან მის 25 ეგზემპლარზე მიმდინარეობდა დაკვირვება,რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმეს შესწავლა მოხერხდა მეცნიერულად.ამრიგად მისი ანატომიისა და გავრცელების არეალი კარგად და სრულყოფილად შესწავლილი არ არის.ყველაზე დიდი ეგზემპლარი რაც ნაპოვნი იქნა გახლავთ 5,63 მეტრი სიგრძის “პელაგიური დიდპიროვანი ზვიგენი”,რომელიც მკვდარი გამორიყა ტალღებმა 2004 წლის 19 აპრილს,ტოკიოს ყურეში ქალაქ იტიჰარას სანაპიროზე.ხოლო ყველაზე მცირე ზომის ეგზემპლარი კი დაჭერილ იქნა 2004 წლის 13 მარტს კუნძულ სუმატრას სიახლოვეს.მისი სიგრძე მხოლოდ 1,77 მეტრს შეადგენდა.სახელწოდება მან მიიღო საკმაოდ დიდი თავისა და დიდი პირის გამო.ზურგის შეფერილობა მუქი ყავისფერი აქვს,მუცელი კი უფრო ღია ფერი.რაც შეეხება კვებას,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ისინი მხოლოდ მცირე ზომის ცოცხალი ორგანიზმებით იკვებებიან,მაგალითად ომარით,კიბორჩხალითა და ასე შემდეგ.ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის იკვებება თუ არა იგი მცირე ზომის თევზებით. (ავტორი გენია.ჯი) უცნობია წინა საუკუნეებში იცოდნენ თუ არა ამ უნიკალური ზვიგენის არსებობა ადამიანებმა,თუმცა ცნობილია,რომ პირველი ამ სახეობის ეგზემპლარი 1976 წლის 15 ნოემბერს ჰავაის კუნძულებთან იქნა დაჭერილი და მას შემდეგ გახდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი.აღნიშნული ეგზემპლარი გულდასმით იქნა შესწავლილი,რის შემდეგაც მისგან ფიტული იქნა დამზადებული,რომელიც დღემდე ქალაქ ჰონოლულუს მუზეუმში (ჰავაის შტატის დედაქალაქი – ამერიკა) არის გამოფენილი. (ავტორი გენია.ჯი)