“წმინდა მამათა შეგონებანი”
1. ვერცხლისმოყვარეობის დასაბამი მოწყალების გულისსიტყვაა,ხოლო მისი აღსასრული – გლახაკთა სიძულვილი – “წმინდა იოანე სინელი”.
2. როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები,გაიხსენე,რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა – ძლიერთა ამა სოფლისათა – “წმინდა ანტონი დიდი”.
3. უბედურზე უბედურია ის,ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის – “წმინდა იოანე ოქროპირი”.
4. ერთი წმინდანი ამბობს,რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე განსხვავებაა,როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორისო – “მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი”. (ავტორი გენია.ჯი)
5. ეშმაკი ხშირად შთაგვაგონებს,ან არ ჩავაბაროთ აღსარება სულიერ მამას,ან საკუთარი ცოდვა სხვას გადავაბრალოთ – “ღირსი იოანე სინელი”.