ოსიპ მანდელშტამი – “…ისევ ვთმალთვმაქცობთ და აღარც გვიკვირს”
ისევ ვთვალთვმაქცობთ და აღარც გვიკვირს,
ვკარგავთ სმენას და ყნოსვას დაგეშილს…
ყრმობაში მეტად განვიცდით სიკვდილს,
ვიდრე დაწყევლილ სიჭარმაგეში.
ჩემი უძილო ბავშვობის ზღვაში
დატივტივებენ მწარე წუთები…
ახლა მარტო ვარ ბედის წინაშე
და ვეღარავის გავებუტები.
თევზი დგაფუნობს,ბეწვს იცვლის მხეცი
და წყალიც ცდილობს ჩვენს გაცურებას…
რა საწყენია! ვერავინ შეცვლის
ადამიანის ბედს და ბუნებას…