ნუნუ ტრიშტანი
ნუნუ ტრიშტანი გახლდათ ცნობილი პორტუგალიელი ზღვაოსანი და მონებით მოვაჭრე,რომელიც პირველი ევროპელი გახდა,რომელმაც მიაღწია და ფეხი დაადგა გვინეა-ბისაუს მიწას.1441 წელს ანტან გონსალვიშთან ერთად გაგზავნილ იქნა,ინფანტის – ჰენრიხ “ზღვაოსანის” (პორტუგალიის მეფის ჟუან I-ის ვაჟი,რომელიც ორგანიზატორი გახლდათ მრავალი საზღვაო ექსპედიციისა),ბრძანებით აფრიკის დასავლეთ სანაპიროებისაკენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ მოგზაურობისას გვერდი აურა რიო-დეოროს ცნობილ ისტორიულ-გეოგრაფიულ რაიონს დასავლეტ საჰარაში და მიაღწია კაბო-ბლანკოსის ნახევარკუნძულს.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ,ორი წლის შემდეგ კვლავ მიიღო შემოთავაზება საზღვაო მოგზაურობისა,რა დროსაც მავრიტანიაში ხელთ იგდო 28 აფრიკელი მოსახლე,რომლებიც მონად წაასხა.1444 წელს დინიშ დიანის ხელმძღვანელობით,დაიძრნენ დასავლეთისაკენრა დროსაც აღმოაჩინეს მდინარე – სენეგალი და “მწვანე კონცხი”. (ავტორი გენია.ჯი) ერთი წლის მოგვიანებით კი ნუნუ ტრიშტანმა მიაღწია “მწვანე კონცხის” უკიდურესს სამხრეთ ნაწილს,რა დროსაც ფეხი დააგა გვინეა-ბისაუს მიწას.1446 წელს,მაშინ როდესაც ტრიშტანი და მასთან მყოფი მეზღვაურები ცდილობდნენ “მონების” აყვანას,იგი მოკლულ იქნა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ ექსპეიდციის სხვა წევრებთან ერთად.ცოცხლად გდარჩენილები კი დაბრუნდნენ პორტუგალიაში,სადაც მეფესა და ინფანტ – ჰენრიხ “ზღვაოსანს” მოუყვნენ ახალი აღმოჩენებისა და ნუნუ ტრიშტანის შესახებ ყოველივე.დღესდღეობით პორტუგალიაში მისი არაერთი ქანდაკება დგას.ნუნუ ტრიშტანის სახელი კი პორტუგალიისა და ევროპის ისტორიაში,დამკვიდრდა,როგორც პირველი ევროპელი,რომელმაც ფეხი დაადგა,მანამდე მათთვის უცნობ გვინეა-ბისაუს მიწას. (ავტორი გენია.ჯი)