აჰმად II ალ-მანსური
აჰმად II ალ-მანსური დაიბადა 1549 წელს მაროკოს სიდიდით მეორე ქალაქ ფესიში.”ალ-მანსური” სიტყვა-სიტყვით ” გამარჯვებულს” აღნიშნავს.იგი გახლდათ “საადითთა” დინასტიის ერთ-ერთი საუკეთესო მმართველი და მაროკოს “შერიფი” (შარიფი),რომელიც ქვეყანას განაგებდა 1578-1609 წლებში.ტახტზე მას შემდეგ ავიდა,რაც “სამი მეფის ბრძოლის” სახელით მიმდინარე ომისას,მისი ძმა აბუ მარვანა აბდ ალ-მალიკა დაიღუპა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მისი კორონიზაცია პირდაპირ ბრძოლის ველზე შედგა.მმართველობის დასაწყისშივე მიიღო უზარმაზარი გამოსასყიდი პორტუგალიელი ტყვეების სანაცვლოდ,იგი დიდ პატივს მიაგებდა უცხოელ ელჩებს,განსაკუთრებით ოსმალეთის იმპერიისა და ინგლისის დიპოლომატებს,რომელთაც უწყოდნენ რა მისი შესანიშნავი მხედართმთავრობა,პორტუგალიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირედ აღიქვამდნენ.იგი გარდა იმისა,რომ ძლიერი მხედართმთავარი გახლდათ,ასევე გამოირჩეოდა სახელმწიფოს მართვის შესანიშნავი უნარითაც.მისი მმართველობისას ქვეყანაში აყვავდა კულტურა,ეკონომიკა და სხვა რიგი დარგები.გააფართოვა მაროკოს საზღვრები და დიდი პრესტიჟი მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზეც.სწორედ ამიტომ მოიხსენიებდნენ მა “ალ-მანსურის” სახელწოდებით,რაც “გამარჯვებულს” აღნიშნავდა.მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად მიჩნეულ იქნა “სონგაის იმპერიის” დაპყრობა.1590 წელს ისარგებლა რა მიმდინარე მოვლენებით,საჰარის უდაბნოს გავლით გაგზავნა 4000-იანი საბრძოლო რაზმი ჯუდარ-ფაშას მეთაურობით,რომლებიც შეირაღებული იყვნენ “არკებუზებითა და არტილერიით”.მათ ტონდილთან გამართეს ბრძოლა 40 000-იან სონგაურ არმიასთან და თანამედროვე იარაღის დახმარებით დაამარცხეს კიდეც ათჯერ მეტი მტერი,რის შემდეგაც პირწმინდად გაძარცვეს უდიდესი ისტორიისა და დიდი სიმდიდრის მქონე ქალაქები: ჯენე,ტიმბუქტუ და გაო.აღნიშნული გამარჯვების შედეგად მათ არა მარტო “სონგაის იმპერია” დაიქვემდებარეს,არამედ სრული კონტროლი აიღეს “საჰარას უდაბნოს” სავაჭრო გზებზეც. (ავტორი გენია.ჯი) ამრიგად მაროკოს სამეფო აივსო დოვლათითა და ყოველივე სიმდიდრით.მიუხედავად ამისა,მაროკოელებმა დიდი ხნით ვერ შეინარჩუნეს მასზე კონტროლი,რადგან გარდაიცვალა აჰმად II ალ-მანსური 1603 წლის 25 აგვისტოს.მისმა გარდაცვალებამ კი გამოიწვია,დაპყრობილი მიწებისა და იმპერიის დაქუცმაცება-დანაწილება.ალ-მანსური გარდა იმისა,რომ შესანიშნავი სახელმწიფო მოხელე გახლდათ,იგი მფარველი და დიდად მოყვარული იყო ხელოვნებისა.მისი მმართველობისას მაროკოს იმ დროინდელ დედაქალაქ – მარაკეშში,შემოტანილ იქნა უამრავი ჩრდილოაფრიკული ხელოვნების შედევრები და აგებულ იქნა მსოფლიოში ცნობილი “ელ-ბადის” ულამაზესი სასახლე. (ავტორი გენია.ჯი)