გრეტა გარბოს შესახებ…
ლეგენდარული შვედური წარმომავლობის მქონე ამერიკელი მსახიობი ქალი - გრეტა გარბო (1905-1990 წლები),რომლის ნამდვილი სახელიც გახლდათ – გრეტა ლოვისა გუსტაფსონი,1954 წელს დაჯილდოებულ იქნა ამერიკული უმაღლესი კინოაკადემიის “ოსკარის” ჯილდოთი,კინოხელოვნებაში უდიდესი წვლილის შეტანისათვის.მისი დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად 2005 წლის 25 სექტემბერს ამერიკაში გამოშვებულ იქნა საფოსტო მარკა,რომელზეც გამოსახული იქნა გრეტა გარბოს პორტრეტი.ცნობილმა და პოპულარულმა ჟურნალმა “Premiere”-მ,იგი მერვე ადგილზე შეიყვანა,ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო მსახიობთა შორის. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო “ამერიკული კინოს ინსტიტუტმა” კი გრეტა გარბო,ლეგენდარულ კინომსახიობებს შორის რეიტინგში მე-5 ადგილას დააყენა. (ავტორი გენია.ჯი) გენიალური ფრანგი მომღერლის და სიმღერების ავტორის – მილენ ფარმერის,სადებიუტო ალბომში “Cerdens de Lune”,შევიდა სიმღერა სახელწოდებით: “Greta”,რომელიც მიძღვნილ იქნა გრეტა გარბოსადმი.გრეტა გარბო ასევე მოხსენიებულია,ცნობილი ფრანგი მწერლის ჟან კოკტოს პიესაში,სახელწოდებით: “წმინდანი ურჩხული”,სადაც პიესის მთავარი მოქმედი პატარა გოგონას მიზანი კინოში გადაღება და დიდი მსახიობობაა.გრეტა გარბო ასევე მოხსენიებულია დიდი ამერიკელი მომღერლის – მადონას,ცნობილ სიმღერაში “Voque”,სადაც იგი მოხსენიებულია,ისეთი ლეგენდების გვერდით,როგორებიც იყვნენ: მერლინ მონრო,მარლენ დიტრიხი,მარლონ ბრანდო და ჯეიმზ დინი.2011 წლის 6 აპრილს შვედეთის ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება,რომლის მიხედვითაც 2014-2015 წლებში გამოშვებულ იქნება 100 შვედური კრონის ნომინალის მქონე ფულის ბანკნოტი,რომლის ავერსზეც გამოსახული იქნება გრეტა გარბოს პორტრეტი.გრეტა გარბოს მისმა სამსახიობო ნიჭმა,როგორც ვხედავთ, არა მარტო სიცოცხლეში მოუტანა მას წარმატება,არამედ გარდაცვალების შემდეგაც (1990 წლის 15 აპრილი) უმნიშვნელოვანეს მსახიობად დარჩა მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)