“შაიოს სასახლე”
“შაიოს სასახლე” - აგებულ იქნა “1937 წლის,პარიზის საერთაშორისო ექსპოზიციის” მიღებისათვის (თანამედროვე ცხოვრებაში ხელოვნებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ექსპოზიცია).მისი არქიტექტორები გახლდათ ცნობილი ფრანგი არქიტექტორები – ბუალო,კარლიუ და აზემა.იგი აგებულ იქნა ადრინდელი პერიოდის “ტორკამედოს სასახლის” ადგილას.აღნიშნულ სასახლეში გახსნილი იქნა რამდენიმე მუზეუმი,მათ შორის: “ადამიანის მუზეუმი”,”ფლოტის მუზეუმი” და “არქიტექტურის მუზეუმი”. (ავტორი გენია.ჯი) იგი აგებულ იქნა პარიზის მე-XVI რაიონში “ეიფელის კოშკის” საწინააღმდეგო მხარეს და წარმოადგენს ორ უზარმაზარ პავილიონს.პავილიონებს შორის არის ულამაზესი მოედანი,რომლიდანაც საუკეთესო ხედები იშლება “ეიფელის კოშკისა”.აქვეა განლაგებული შესანიშნავი ბაღი-პარკის კომპლექსი,რომელსაც “ტროკადეროს” უწოდებენ და მის ტერიტორიაზეა განთავსებული პარიზის ერთ-ერთი უდიდესი შადრევანი.პავილიონთა ფრონტონებზე გრავირებული სახით არის წარმოდგენილი დიდი ფრანგი პოეტის – პოლ ვალერის სიტყვები. (ავტორი გენია.ჯი) “ტროკადეროს სასახლე” აგებულ იქნა “პარიზის 1878 წლის მსოფლიო გამოფენის” მისაღებად.მისი სიგრძე 706 მეტრს შეადგენდა ორი დიდი ფლიგელითა და ორი უზარმაზარი კოშკით,მავრიტანიულ სტილში ბიზანტიური ელემენტებით.მასში განთავსებული იყო საკონცერტო დარბაზი,რომელშიც ორღანი იყო განთავსებული (მოგვიანებით ორღანი გადატანილ იქნა ლიონში,სადაც იგი ხანძარს ემსხვერპლა).მისი ფასადები გალამაზებულ იქნა 22 ქანდაკებით,რომელთა სახელწოდებაც გახლდათ “ძალაუფლების ქანდაკებები”,რომლებიც გამოსახავდნენ სიმბოლურად იმ 22 ქვეყანას,რომელთაც ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდათ იმ დროის მსოფლიოში.აქვე იმართებოდა ყრილობები და კონფერენციები სხვადასხვა საკითხებისადმი მიძღვნილი.”ტროკადეროს სასახლე” ფუნქციონირებდა 1937 წლამდე,მანამ სანამდე მის ადგილას არ იქნა აღმართული ახალი “შაიოს სასახლე”,რომლის არქიტექტურა დღესღეობითაც უდიდესს მოწონებას იწვევს მნახველში და ტურისტების უსაყვარლეს ადგილადაც მიიჩნევა,მითუმეტეს მაშინ,როდესაც იგი ერთგვარ კულტურულ ცენტრსაც წარმოადგენს საფრანგეთის ულამაზესი დედაქალაქის “პარიზისა”. (ავტორი გენია.ჯი)
“ტროკადეროს სასახლე”,რომლის ადგილასაც აიგო “შაიოს სასახლე”