ჟან ბერნარ ლეონ ფუკო
ჟან ბერნან ლეონ ფუკო - დაიბადა 1819 წლის 18 სექტემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლდათ უდიდესი ფრანგი ფიზიკოსი და ასტრონომი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “ფუკოს ქანქარას” და “ჰიროსკოპის” შექმნა.თავდაპირველად იგი ინტერესდებოდა სამედიცინო მეცნიერებით და სამი წლის მანძილზე პრეპარატორი გახლდათ ჰისტოლოგიის კათედრაზე (ბიოლოგიის ნაწილი,რომელიც შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების ქსოვილებს).შემდგომ წლებში დიდი ინტერესი გამოამჟღავნა დაგეროტიპიაში და მალევე გაიცნო ცნობილი მეცნიერები დომინიკ ფრანსუა არაგო და არმან იპოლიტ ლუი ფიზო,რომლებთან ერთადადც უმნიშვნელოვანესი კვლევები ჩაატარა ოპტიკის კუთხით. (ავტორი გენია.ჯი) ფუკოს ყოველი კვლევა-აღმოჩენები გამოირჩევიან თავისი ორიგინალურობებით.1845 წელს რედაქტორობდა ფრანგულ სამეცნიერო ჟურნალს “Journal des Debats”.მალევე იკვლევს ელექტრონული სინათლის რეგულატორს.ასევე იგი აგებს პოლიარიზირებულ პრიზმას,ჰელიოსტატს ვარსკვლავებზე დაკვირვებისათვის.1852 წელს გამოიგონა “ჰიროსკოპი”,რომელსაც შეეძლო რეაგირება ცვალებადობაზე კუთხისა,სხეულის ორიენტაციის მიხედვით.სახელწოდებაც აღნიშნულ მოწყობილობას თავად შეურჩია. (ავტორი გენია.ჯი) მანვე გამოიგონა “ფუკოს ქანქარა”,რომლის მიზანიც დედამიწის 24 საათიანი ბრუნვის დემონსტრირება გახლდათ.საზოგადოებას აღნიშნული “ფუქკოს ქანქარა” პარიზის პანთეონში წარუდგინა 1851 წელს.გუმბათის ქვეშ მან დაკიდა 28 კილოგრამი მასის მქონე მეტალის მობასრული ბურთულა,რომელიც დამაგრებული გახლდათ 67 მეტრი სიგრძის მქონე მავთულზე.დამაგრების ამ ხერხის მეშვეობით ქანქარას შეეძლო მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით 6 მეტრის რადიუსით,ხოლო პანთეონის იატაკზე დაყრილმა მიწამ მოახდინა ბურთულის წვეროს მოძრაობების ფიქსაცია.1855 წელს ფუკო დანიშნულ იქნა პარიზის ობსერვატორიის ფიზიკოსად,ხოლო 1865 წელს იგი არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიან წევრად.მას ასევე მინიჭებული ჰქონდა “ბერლინის მეცნიერებათა აკადემიისა” და ლონდონის სამეფო საზოგადოების” წვრობაც.ჟან ბერნარ ლეონ ფუკო გარდაიცვალა 1868 წლის 11 თებერვალს პარიზში. (ავტორი გენია.ჯი)