ონორე დე ბალზაკი – “ვენდეტა”
“ვენდეტა” - ფრანგულ ენაზე “La Vendeta”,წარმოადგენს გენიალური ფრანგი მწერლისა და ევროპულ ლიტერატურაში რეალიზმის ფუძემდებლის - ონორე დე ბალზაკის (1799-1850 წლები) მიერ,1830 წლის იანვარში დაწერილ და ამავე წლის აპრილში გამოქვეყნებულ შესანიშნავ რომანს,რომელიც მწერალის მერვე ნაწარმოები აღმოჩნდა “პირადი ცხოვრების სცენიდან”.საბოლოო ჯამში,ავტორმა აღნიშნულ რომანთან ერთად,თავად მოუყარა თავი,სხვა 136 ნაწარმოებს და შექმნა ნაწარმოებთა შესანიშნავი ციკლი,სახელწოდებით – “ადამიანური კომედია”.(ავტორი გენია.ჯი) ამ ციკლთან ერთად “ვენდეტა” პირველად დაიბეჭდა 1842 წელს.როგორც ვარაუდობენ “ვენდეტა”-ს დაწერა დიდ მწერალს,გამოჩენილი ფრანგი მწერლის – პროსპერ მერიმეს,რომანმა – “მატეო ფალკონემ” შთააგონა,სადაც ასევე იყო გადმოცემული კორსიკული ოჯახების ცხოვრების სცენები და ეპიზოდები.”ვენდატა”-ს ხელნაწერლი,რომელიც დღემდეა დაცული პარიზში მდებარე საფრანგეთის ინსტიტუტში,სამი ნაწილისაგან შედგება: პირველი – “მხატვრის სახელოსნო”; მეორე – “უდანაშაულობის აქტი” და მესამე – “დაქორწინება”.(ავტორი გენია.ჯი) თავად რომანში აღწერილია პაბლო გინევროს (რომელიც გახლდათ ქალაქის თავი და წარჩინებული კორსიკული ოჯახის წარმომადგენელი) ტრაგიკული ბედის ისტორია,სადაც პაბლოს ქალიშვილს შეუყვარდა ასევე კორსიკელი ახალგაზრდა მამაკაცი – ლუიჯი პორტა.თუმცა მათდა საუბედუროდ მალევე ირკვევა,რომ ლუიჯი წარმოადგენს იმ ოჯახისა და საგვარეულოს წევრს,რომელთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი,სწორედ გინევროს ოჯახის სისხლიანი “ვენდეტის” მსხვერპლი გახდა.აღნიშნულიდან გამომდინარე ეს ორი გვარი ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო გადაკიდებული და ამ ყოველივეს გადაწყვეტა მათივე აზრით მხოლოდ “ვენდეტათი” იყო შესაძლებელი.პაბლო გადაწყვეტს “ვენდეტის” აღსრულებას.ამასთანავე ქალიშვილს მოუწოდებს არ გადადგას ის ნაბიჯი,რაც მის ოჯახს უდიდეს შეურაცხოფას მიაყენებს,თუმცა საკუთარმა ქალიშვილმა ყურად არ იღო მამის რჩევა და ცოლად გაჰყვა,მათივე ოჯახის დაუძინებელი მტრის წარმომადგენელს – ლუიჯი პორტას.ყველა ფიქრობდა,რომ მათი სიყვარული ორ ოჯახს შორის წარმოშობილი “უდიდესი მტრობის” დასასრული იქნებოდა,თუმცა ასე არ ფიქრობდნენ ერთმანეთზე მტრად მოკიდებული “ოჯახის უფროსები”.ამის შედეგად ახლადდაქორწინებულებს ცხოვრება ურთულეს პირობებში უწევდათ.რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ისინი აღარავის მოუკითხავს.ფაქტიურად წყვილი მიტოვებულ იქნა საკუთარი ოჯახების მიერ,რის გამოც უკიდურეს სიღარიბესი უწევდათ ცხოვრება.მიუხედავად იმისა,რომ მათი მშობლები (განსაკუთრებით პაბლო გინევრო),საკმაოდ დიდი ფინანსების მფლობელები იყვნენ,ერთხელაც კი არ გაუმართავთ ხელი საკუთარ სისხლსა და ხორცზე.პაბლო სასტიკ უარს აცხადებდა ქალიშვილთან რაიმე სახის ურთიერთობაზე და დახმარებაზე.ქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში ლუიჯისა და მის მეუღლეს ბავშვი შეეძინათ,თუმცა საუბედუროდ დედაც და შვილიც იმ დღესვე დაიღუპენენ.ამ უდიდესმა ტრაგედიამ თავზარი დასცა ისედაც გაჭირვებისაგან სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ლუიჯის.ქალიშვილისა და შვილიშვილის დაღუპვის ამბავი პაბლომ არ იცოდა და როდესაც საბოლოოდ გადაწყვეტს “ვენდეტაზე” უარის თქმასა და მათთან შერიგებას,მის წინაშე წარსდგება ლუიჯი პორტა (სიძე),რომელიც პაბლოს გადასცემს მისი გარდაცვლილი ქალიშვილის ნაწნავს და მხოლოდ ერთადერთ სიტყვას ეტყვის – “გარდაიცვალა!”,ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე კი ლუიჯიც ადგილზევე აღესრულება. (ავტორი გენია.ჯი)