მარი დიუპლესი
მარი დიუპლესი დაიბადა 1824 წლის 15 იანვარს ნონან-ლიო-პენში,ორნის დეპარტამენტი (საფრანგეთი).იგი გახლდათ საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი კურტიზანი ქალი და “საყვარელი” დიდი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმასი “შვილი” (1824-1895 წლები).აღსანიშნავია,რომ მარი დიუპლესი გახლდათ ერთ-ერთი უმათვრესი გმირი – ალექსანდრე დიუმას ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებისა: “ქალი კამელიებით”.მისი ნამდვილი სახელი გახლდათ ალფონსინა პლესი. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაიბადა ფერმერის ოჯახში.მალევე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის პარიზში,სადაც იცვლის გვარს და ამატებს წინსართს “დიუ”,რათა მას მინიჭებოდა კეთილშობილი წარმოშობის მანდილოსნის ტიტული,მისი ბებია დედის მხრიდან,მართლაც ასეთი წარმომავლობის გვარის მქონე იყო.პარიზში გადასვლის შემდგომ მცირე ხნით სამოდელო განხრით მუშაობდა.16 წლის კი უკვე კურტიზანი ხდება და პირველი ვინც მას ხელფასს უხდიდა გახლდატ რესტორნის მეპატრონე,რომლის გვარი უცნობია.მალევე ჰერცოგი დე გიში ინტერესდება მისით და ამ პერიოდიდან იცვლება მისი ცხოვრებაც,რადგან იგი უკვე მაღალი საზოგადოებაში შეაბიჯებს.მისი ცხოვრება დღისით თეატრი,სეირნობა და ოპერა იყო,ხოლო ღამით რომანტიკული შეხვედრები.მისმა სილამაზემ ყველა მოხიბლა და ამრიგად საკმაოდ დიდი თანხებიც მოიპოვა.მისთვის წელიწადში 100 000 ფრანკის დახარჯვა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა (იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა გახლდათ,შედარებისათვის ალბათ საინტერესოა,რომ “კლერკის” წლიური შემოსავალი მხოლოდ 1500 ფრანკი იყო).იგი კონკურენციას უწევდა ისეთ ცნობილ კურტიზან ქალებს,როგორებიც იყვნენ: ალისა ოზი და ლოლა მონტესი. (ავტორი გენია.ჯი) თანამედროვე ავტორები მის შესახებ წერდნენ,რომ იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზითმინიატურული სხეულითა და გამაოგნებელი ღიმილით,რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო აძლიერებდა.ბავშვობაში მას არანაირი განათლება არ მიუღია (დაწყებითიც კი),მიუხედავად ამისა მოხიბლული გახლდათ პოეზიითა და ლიტერატურით.შეისწავლა მუსიკა და მოხდენილი მანერები,რის შედეგადაც პარიზის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ქალად იქცა.დაარსა სალონი,სდაც თავს იყრიდნენ ეჟენ სიუ,ალფრედ დე მიუსე,როჟე დე ბოვუარი და სხვა ცნობილი ადამიანები.ალექსანდრე დიუმასთან (შვილი) პირველი შეხვედრა 1844 წელს მოხდა და მათი რომანი ერთ წლამდე (1845 წლამდე) გრძელდებოდა.აღსანიშნავია,რომ მათი რომანის შეწყვეტა თავად დიუმსაგან მოდიოდა.მიუხედავად ამისა,იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მან მწერალზე,რომ მალევე დაწერა გენიალური რომანი “ქალი კამელიებით”.დიუპლესს უკანასკნელი რომანი ჰქონდა უდიდესსუნგრელ კომპოზიტორთან ფერენც ლისტთან. (ავტორი გენია.ჯი) 1846 წლის 21 თებერვალს იგი ქორწინდება ლონდონში გრაფ ედუარდ პერეგოზე.მარი დიუპლესი გარდაიცვალა 1847 წლის 5 თებერვალს,23 წლის ასაკში ტუბერკულოზის შედეგად და დაკრძალულ იქნა მონმარტრის ცნობილ სასაფლაოზე.მისი ქონება კი შემდგომში გაყიდულ იქნა აუქციონზე.გაიგო რა მისი გარდაცვალება დიუმამ,დაწერა და მის ხსოვნას მიუძღვნა მისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი,სახელწოდებით: “მე გემშვიდობებით თქვენ”… (ავტორი გენია.ჯი)