ალიო მირცხულავა – “გული”
ეჰა მამულო! ლოცვად მიიღე
ლექსი ჩურჩულით თქმული,
მკერდია ჩემი საკურთხეველი
შემომიწირავს გული!
იგი უკვამლოდ იწვის,ენთება,
სისხლი მოწვეთავს მუქი,
ცახცახებს,იწვის და ითენთება,
თვალში ამოდის შუქი.
ეჰა მამულო! ლოცვად მიიღე
ლექსი ჩურჩულით თქმული,
მკერდია ჩემი საკურთხეველი
შემომიწირავს გული!
იგი უკვამლოდ იწვის,ენთება,
სისხლი მოწვეთავს მუქი,
ცახცახებს,იწვის და ითენთება,
თვალში ამოდის შუქი.