ვაცლავ ბროჟიკი
ვაცლავ ბროჟიკი დაიბადა 1851 წლის 5 მარტს ჟელეზნი-გამრში (ჩეხეთი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ჩეხი მხატვარი XIX საუკუნისა.1868 წელს ჩააბარა პარიზის სახვითი ხელოვნების აკადემიაში.მისი მასწავლებელი გახლდათ ცნობილი ჩეხი მხატვარი და პროფესორი ემილ ლაუფერი (1837-1909 წლები).ამავე აკადემიაში გამოფინა მისი პირველი ნამუშევარი. (ავტორი გენია.ჯი) 1871 წელს ვაცლავი სწავლას განაგრძობს დრეზდენის სამხატვრო აკადემიაში,ხოლო 1873 წელს სწავლას აგრძელებს მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში.აქვე მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია დიდი გერმანელი მხატვრის კარლ თეოდორ ფონ პილოტის (1826-1886 წლები) ნამუშევრებმა.სწავლის დასრულების შემდგომ მცირე ხნით პრაღაში იმყოფებოდა,ხოლო 1876 წლიდან პარიზში გადადის საცხოვრებლად.1879 წელს მოაწყო მოგზაურობა ნიდერლანდებში,რათა გაცნობოდა დიდი ნიდერლანდელი მხატვრების შემოქმედებას. (ავტორი გენია.ჯი) მისმა შემოქმედებამ მისსავე სიცოცხლეში მოუტანა მას დიდი აღიარება.ვაცლავი გახლდათ აკადემიური სტილის მხატვარი და მისი შემოქმედების უდიდესი ნაწილი ეძღვნებოდა სხვადსხვა ისტორიულ ეპიზოდებს,განსაკუთრებით კი ჩეხეთის ისტორიულ მოვლენებს.მისი შემოქმედება არა მარტო ჩეხეთში იყო პოპულარული,არამედ მთელ ევროპაშიც კი.სიცოცხლის უკანასკნელი წლების ძირითადი დრო პარიზსა და პრაღაში გაატარა.1896 წელს იგი პარიზის სამხატვრო აკადემიის სრულუფლებიან წევრად იქნა არჩეული.ვაცლავ ბროჟიკი გარდაიცვალა 1901 წლის 15 აპრილს პარიზში და დაკრძალულ იქნა მონმარტის ცნობილ სასაფლაოზე.1893 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოშვებულ იქნა საფოსტო მარკა,რომელზეც დიდი ჩეხი მხატვრის – ვაცლავ ბროჟეკის ცნობილი ტილო “კოლუმბი ფიცს დებს დედოფალ ელისაბედის წინაშე”. (ავტორი გენია.ჯი)