“პერუს მზის ორდენი”
“პერუს მზის ორდენი” - თავდაპირველი სახელწოდება “მზის ორდენი”,გახლავთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო პერუს ქვეყნისა,რომელიც ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო ჯილდოა ამერიკის კონტინენტისა.იგი დაარსებულ იქნა 1821 წლის 8 ოქტომბერს,პერუს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გენერლის ხოსე დე სან-მარტინის (1778-1850 წლები) მიერ პერუს დედაქალაქის “ლიმას” განთავისუფლების აღსანიშნავად.თავდაპირველად იგი სამი ხარისხის გახლდათ.1825 წლის 9 მარტს აღნიშნული უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გაუქმებულ იქნა იმის გამო,რომ იგი ენიჭებოდა ისეთ ადამიანებს,რომელთაც მისი მიღების არანაირი მორალური უფლება არ გააჩნდათ. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,პერუს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო 1921 წელს კვლავ იქნა აღდგენილი,თუმცა მას არა “მზის ორდენი”,არამედ “პერუს მზის ორდენი ეწოდა” და იგი აღდგენილ იქნა პერუს დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავად.ამავე პერიოდში იგი ოთხი ხარისხის გახლდათ,თუმცა 1937 წელს მას მეხუთე ხარისხიც დაემატა.დღესდღეობით “პერუს მზის ორდენით” დაჯილდოება ნებისმიერი პერუელისათვის უდიდეს პატივად ითვლება და იგი ამ ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა. (ავტორი გენია.ჯი)