“არმინ ვამბერის მოღვაწეობიდან”…
არმინ ვამბერი (1832-181913 წლები),გერმანულად ჰერმან ბამბერგერი,გახლდათ დიდი უნგრელი მოგზაური,აღმოსავლეთმცოდნე და პოლიგლოტი,რომელიც წარმოშობით ღარიბი ებრაული ოჯახიდან გახლდათ.იგი ირწმუნებოდა,რომ უნგრული ენის ფესვები თურქული ენიდან მომდინარეობდა და ამ მიზნით მან იმოგზაურა აღმოსავლეთში,რათა მოეპოვებინა მასალები მისი ჰიპოთეზის დასადასტურებლად. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელობაში არმინ ვამბერის ჰიპოთეზას მხოლოდ და მხოლოდ თურქეთში იზიარებენ და არა მის სამშობლოში.იგი მეგობრობდა დიდ ირლანდიელ რომანისტთან და ცნობილი რომანის “დრაკულას” ავტორთან (დაწერილი 1897 წელს) – ბრემ სტოკერთან (1847-1912 წლები),რომელსაც უდიდესი დახმარება გაუწია მას “დრაკულას” დაწერისათვის საჭირო მასალების (ტრანსილვანიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესწავლაში),იგი ერთგვარი კონსულტატიც კი გახლდათ ბრემ სტოკერისა აღნიშნული მასალების გაცნობაში და ამავე რომანში ვამბერი მოიხსენია კიდეც მწერალმა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ასევე სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ რუსეთის გავლენის გაფართოებისა ცენტრალურ აზიაში,შუა აზიასა და ინდოეთის სუბკონტინენტზე,აღნიშნული დოკუმენტები აღმოჩენილ იქნა 2005 წელს ბრიტანეთის ეროვნულ არქივში.მისი ვაჟი რუსტემ ვამბერი კი გახლდათ,ცნობილი უნგრელი იურისტი,მოსამართლე და მოგვიანებით უნგრეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.არმინ ვამბერი გარდაიცვალა 1913 წლის 15 სექტემბერს ბუდაპეშტში. (ავტორი გენია.ჯი)