უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXX”
ო,რა ძნელია შენზე ფიქრი და ლექსის წერა,
როცა მესმის,რომ შენი ქება სხვას დაუკვეთეს;
ენა მებმება,აღარც ჩემი უნარის მჯერა,
თუ შენ მეხოტბედ სხვას დაეძებ,ჩემზედ უკეთესს.
* * *
თუმც შენი სული,როგორც სივრცე ოკეანისა,
მოფენილია ხომალდების თეთრი აფრებით,
იქ გამოვჩნდებით მეც და აფრაც ჩემი ნავისა,
და ზურგის ქარებს ჩვენც ჯიუტად ჩავუსაფრდებით.
* * *
იმედი მაინც შემაშველე,ზღვამ თუ გამწირა,
სხვა ალბათ ძლიერ ხომალდს ანდობს თავის იმედებს,
სხვას თუ ცხოვრებამ სიამაყე გაუნაწილა,
ჩემთვის დაღუპვის მოლოდინს და ფიქრებს იმეტებს.
* * *
სხვას ბედი წყალობს,მე კი მარტო ვრჩები სრულიად,
რაც თურმე ჩვენი სიყვარულის დასასრულია…