მიკლოშ ბარაბაში
მიკლოშ ბარაბაში დაიბადა 1810 წლის 22 თებერვალს მარკუშფალვაში (ამჟამად რუმინეთის ტერიტორია).იგი გახლდათ დიდი უნგრელი მხატვარი,პორტრეტისტი და პეიზაჟისტი,რომელმაც აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა.მიკლოში გახლავთ ის მხატვარი,რომელმაც შექმნა პორტრეტები ცნობილი პოლიტიკოსების,ხელოვნებისა და კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკებისა.1829-1830 წლებში ხელოვნებას სწავლობდა ავსტირიის დედაქალაქ ვენაში. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით გაბორ ბარისთან,რუმინეთის ქალაქ კლუჟში შეისწავლა “ლითოგრაფია”.1831 წელს მიემგზავრება რუმინეთის დედაქალაქ ბუხარესტში,სადაც ორი წელიწადი რჩება და ოსტატდება პორტრეტული ჟანრის ხელოვნების დაუფლებაში.1834-1835 წლებში იმოგზაურა იტალიაში.1836-1838 წლებში,სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,ბუდაპეშტში განაახლა სწავლა და 1840 წლის შემდეგ საბოლოოდ მკვიდრდება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. (ავტორი გენია.ჯი) 1867 წელს იგი არჩეულ იქნა უნგრეთის პარლამენტის დეპუტატი.მიკლოშ ბარაბაშის შემოქმედებაზე,დიდი გავლენა იქონია ავსტრიაში გატარებულმა წლებმა.მის მიერ შექმნილი პორტრეტები დიდი ზომებით არ გამოირჩევიან და შესარებით პატარა ფორმატების გახლავთ.მიკლოშ ბარაბაში გარდაიცვალა 1898 წლის 12 თებერვალს ბუდაპეშტში.მის მიერ შექმნილი ტილოები კი დღესაც ამშვენებენ “უნგრეთის ეროვნულ გალერეას” და იგი ერთ-ერთ საუკეთესო უნგრელ პორტრეტისტ მხატვრად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)