ჰაროლდ პინტერის წიგნიდან – “ხელოვნება,ჭეშმარიტება და პოლიტიკა”

ჰაროლდ პინტერი (1930-2008 წლები) – წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს ბრიტანელ დრამატურგს,საზოგადო მოღვაწესა და “ნობელის პრემიის” ლაურეატს ლიტერატურის დარგში,რომელიც უმკაცრესი კრიტიკით გამოირჩეოდა ბრიტანული და ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ უოლკერ ბუშის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ.მის უმნიშვნელოვანეს ნაშრომში – “ხელოვნება,ჭეშმარიტება და პოლიტიკა”,ჰაროლდი მეტად საინტერესოდ და ირონიულად აყალიბებდა ამ საკითხის მიმართ საკუთარ ხედვებს:

“ღმერთი სახიერია.ღმერთი დიდია.ღმერთი სახიერია.ბინ ლადენის ღმერთი კი ცუდია.ის ცუდი ღმერთია.სადამ ჰუსეინის ღმერთიც ცუდი იყო,თუკი საერთოდ ჰყავდა ასეთი.სადამი ბარბაროსი იყო.ჩვენ არა ვართ ბარბაროსები.ჩვენ ადამიანებს თავებს არ ვაყრევინებთ.ჩვენ გვინდა მშვიდობა.ღმერთსაც უნდა.მე არა ვარ ბარბაროსი.მე ვარ მშვიდობისმოყვარე დემოკრატიის მიერ დემოკრატიული გზით არჩეული ლიდერი.ჩვენ გულჩვილი საზოგადოება ვართ. (ავტორი გენია.ჯი) გულჩვილად ვაგზავნით ადამიანებს ელექტროსკამზე და გულჩვილად ვუშხაპუნებთ სასიკვდილო ინექციას.ჩვენ დიადი ერი ვართ.მე არა ვარ დიქტატორი.ის კი არის.მე არა ვარ ბარბაროსი.ის კი არის.ის ნამდვილი ბარბაროსია.ისინი ყველანი ბარბაროსები არიან.მე ვფლობ მორალურ ავტორიტეტს.ამ მუშტს ხედავთ? აბა,უსუნეთ”.

***

“სად არის ჩვენი მორალი? ოდესმე კი გვქონია ასეთი რამ? რას ნიშნავს ეს სიტყვა? აქვს მას რაიმე კავშირი დღესდღეობით იშვიათად გამოყენებულ ტერმინთან – “სინდისი?” სინდისთან,რომელიც არა მხოლოდ ჩვენს საკუთარ,არამედ სხვათა მოქმედებებსაც აკონტროლებს? ნუთუ მოკვდა ეს ყველაფერი!”

***

“არ არის მკვეთრი განსხვავება რეალურსა და ირეალურს,ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის.ესა თუ ის მოვლენა,თავისთავად,არ არის მხოლოდ სიმართლე ან ტყუილი: ის შეიძლება ორივე ერთად იყოს”. (ავტორი გენია.ჯი)