“მეხის დაცემისაგან” გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები…
ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ მოვლენას – “ელვას” (გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში,რომელსაც თან სდევს ქუხილი),დასაბამიდან უამრავი უბედურება დაუტეხია კაცობრიობისათვის და სამწუხაროდ უმსხვერპლია მრავალი ადამიანის სიცოცხლეც.აღნიშნულ პოსტში შემოგთავაზებთ იმ ცნობილ ადამიანთა მცირე ნუსხას,რომლებიც ამ საშინელ ბუნებრივ მოვლენას ემსხვერპლნენ:
1. გნეუს პომპეუს სტრაბონი (ძვ.წ.აღ-ით 133-87 წლები) – წარმოადგენდა საყოველთაოდ ცნობილ ძველრომაელ სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწეს,რომელიც რომში მეხის დაცემის შედეგად ძვ.წ.აღ-ით 87 წელს გარდაიცვალა.
2. ნათ ი (V საუკუნე) – წარმოადგენდა კონაჰტის (ირლანდიის დასავლეთით მდებარე სამეფო) და შემდგომ უმაღლეს მეფეს ძველი ირლანდიისა.გარდაიცვალა დაახლოებით 445 წელს,მეხის დაცემის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი)
3. ლუგაიდი (V-VI საუკუნეები) – წარმოადგენდა,ლოეგაირეს ვაჟსა და ირლანდიის უმაღლეს მეფეს,რომელიც ნათ ი-ს მსგავსად მეხის დაცემას ემსხვერპლა,დაახლოებით 507 წელს. (ავტორი გენია.ჯი)
4. ერნან გავირია კარბახალი (1969-2002 წლები) – წარმოადგენდა კოლუმბიის საფეხბურთო ნაკრებისა და “ატლეტიკო ნასიონალის” ნახევრამცველს,რომელმაც მონაწილეობა მიიღო 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებში.2002 წლის 24 ნოემბერს კარბახალს ვარჯიშის დროს დაეცა მეხი,რა დროსაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.გარდა ამისა იმავე დროს მეხი დაეცა მისსავე თანაგუნდელს ჯოვანი კორდობას,რომელიც მიღებული ტრამვის შედეგად მესამე დღეს დაიღუპა.
5. მარკუს ავრელიუს კარუსი (224-283 წლები) – წარმოადგენდა რომის იმპერატორს 282-283 წლებში.სპარსეთის საომარი კამპანიის დროს,სასანიდთა იმპერიის ტერიტორიაზე,კარუსის იმ კარავს,სადაც იმპერატორი იმყოფებოდა დაეცა მეხი,რის შედეგადაც გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოვლენა მიჩნეულ იქნა “ღვთის რისხვად”,რადგან მანამდე მას უწინასწარმეტყველეს შეეწყვიტა წინსვლა ქტესიფონეს შემდეგ.რადგან აქედან მას გამარჯვებები აღარ გაანებივრებდა.მიუხედავად წინასწარმეტყველებისა კარუსმა იგი არ გაითვალისწინა და მალევე აღესრულა კიდეც.
6. კოსტანდინ I (1035-1103 წლები) – წარმოადგენდა კილიკიის სომხეთის (სომხეთის ფეოდალური სამთავრო,რომელიც შემდგომ სამეფოდ ჩამოყალიბდა) რიგით მეორე მეფეს,რომელსაც რუბენიდთა საგვარეულო ციხე-სიმაგრის – “ვახკას” სიახლოვეს დაეცა მეხი,რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპა.დაკრძალულ იქნა კასტალონის მონასტერში.
7. მენგრაი დიდი (1239-1317 წლები) – წარმოადგენდა ტაილანდის ისტორიაში ლეგენდად ქცეულ მეფეს,რომელმაც ჩამოაყალიბა ლანას სამეფო (ტაილანდის სახელმწიფოს საფუძველი).უძველესი ტაილანდური წყაროების მიხედვით მენგრაი დიდი გარდაიცვალა 1317 წელს მეხის დაცემის შედეგად. (ავტორი გენია.ჯი)
8. პილატოს ლეონტიოსი (XIV საუკუნე) – წარმოადგენდა გამოჩენილ ძველბერძენ მოაზროვნესა და სწავლულს,რომელმაც ლათინურ ენაზე თარგმნა ევრიპიდეს,არისტოტელესა და ჰომეროსის ნაწარმოებები.მათ შორის – “ილიადა” და “ოდისეა”.გარდა ამისა ცნობილია ისიც,რომ ლეონტიოსი გახლდათ პირველი პროფესორი ბერძნული ენისა,დასავლეთ ევროპაში.იგი გარდაიცვალა მეხის დაცემის შედეგად ვენეციის ყურეში მომხდარი შტორმის დროს 1365 წელს. (ავტორი გენია.ჯი)
9. გეორგ ვილჰელმ რიხმანი (1711-1753 წლები) – წარმოადგენდა გამოჩენილ რუს ფიზიკოსსა და პროფესორს,რომელიც 1753 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა მეხის დაცემის შედეგად.
10. მოჰამედ აკიდი (1949-1979 წლები) – წარმოადგენდა ტუნისის ნაკრების ფეხბურთელს (თავდამსხმელი) და მსოფლიოს ჩემპიონატის 1978 წლის მონაწილეს,რომელიც გარდაიცვალა მეხის დაცემის შედეგად 1979 წლის 11 აპრილს.